Tag Archives: ხელოვნების ნიმუშები

ედვარდ მუნკი – “ავადმყოფი გოგონა”

“ავადმყოფი გოგონა” – გენიალური ნორვეგიელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ედვარდ მუნკის (1863-1944 წლები) ცნობილი ტილოა,რომელიც მხატვარმა 1886 წელს დახატა

სალვადორ დალი – “ომის სახე”

“ომის სახე” - გახლავთ გენიალური ესპანელი მხატვრის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები) მიერ შექმნილი ტილო,რომელიც მხატვარმა დახატა 1940 წელს.ეს გახლავთ პერიოდი,როდესაც სალვადორ დალი ამერიკაში იმყოფებოდა და სადაც მან რვა წელი გაატარა მეუღლესთან ერთად.

ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერი – “იკაროსის დატირება”

“იკაროსის დატირება” - წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მხატვრის ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის (1863-1920 წლები) მიერ 1898 წელს დახატულ ტილოს,სადაც ავტორმა მოტივად აიღო ძველბერძნული მითოლოგია “იკაროსისა და “დედალოსის” შესახებ.

იოჰან კრისტიან კლაუსენ დალი – “ვეზუვის ამოფრქვევა”

“ვეზუვის ამოფრქვევა” - გახლავთ დიდი ნორვეგიელი მხატვრის იოჰან კრისტიან კლაუსენ დალის (1788-1857 წლები) მიერ დახატული ტილო.1820 წელს მხატვარი მიემგზავრება იტალიაში,სადაც მცირე ხანი იცხოვრა რომში და მალევე გადადის ნეაპოლში.

მიქელანჯელო ბუონაროტი – “წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება”

“წმინდა ანტონის ტანჯვა-წამება” - გახლავთ იტალიური “კვატროჩენტოს ეპოქის” (ხელოვნების ეპოქა XV საუკუნისა,რომელიც მოიცავს პერიოდს ადრინდელი იტალიური აღორძინებისა) გენიალური ნამუშევარი,ასევე გენიალური იტალიელი მოქანდაკის,მხატვრისა და არქიტექტორის -მიქელანჯელო ბუონაროტისა (1475-1564 წლები).

გუსტავ კაიბოტი – “ფორთოხლის ხეები”

“ფორთოხლის ხეები” – ინგლისურ ენაზე – “Les orangers”,წარმოადგენს დიდი ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრისა და კოლექციონერის (მოიხსენიებენ,როგორც – “ფილატელიის მამა”) – გუსტავ კაიბოტის (1848-1894 წლები) მიერ 1878 წელს,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ შესანიშნავ იმპრესიონისტული ჟანრის სურათს.

უილიამ დე კუნინგი – “ქალი III”

“ქალი III” - გახლავთ გამოჩენილი ნიდერლანდელი აბსტრაქციონისტი მხატვრის - უილიამ დე კუნინგის (1904-1997 წლები),მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1953 წელს.აღნიშნული სურათი არის ერთ-ერთი ტილო იმ სერიებიდან,რომელიც მხატვარმა დახატა 1951-1953 წლებში.

ალბრეხტ დიურერი – “ქრისტე მასწავლებლებს შორის”

“ქრისტე მასწავლებლებს შორის” - გახლავთ გენიალური გერმანელი მხატვრისა და გრაფიკოსის - ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) მიერ შექმნილი ტილო,დახატული 1506 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ – ვენეციაში.

ჟაკ-ლუი დავიდი – “მარატის სიკვდილი”

“მარატის სიკვდილი” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილოა დიდი ფრანგი მხატვრის - ჟაკ-ლუი დავიდისა (1748-1825 წლები),რომელიც მიუძღვნა თავის მეგობარს – ჟან პოლ მარატის ხსოვნასა და “საფრანგეთის დიდ რევოლუციას”.

სალვადორ დალი – “შემოდგომის კანიბალიზმი”

“შემოდგომის კანიბალიზმი” - გახლავთ უდიდესი ესპანელი მხატვრის,გრაფიკოსის,მოქანდაკისა და “სურეალიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები),მიერ 1936 წელს შექმნილი ტილო.