Tag Archives: ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„ – ერთი შეხედვით კი არა, ასი შეხედვით ვერ ამოიცნობ, ვინ რა არის, რას აკეთებს, რას საქმიანობს, რა უდევს გულში, სად გაქებს და სად გითხრის სამარეს”. – (გორგალი)

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„ – შვილი მტრად კი არა, ათჯერ მტრად უნდა გაზარდო, თუ გინდა ოჯახსა და ქვეყანას მოყვარედ გამოადგეს. ეს სიტყვა ბარე მილიონზე მეტ კაცს ექნება ნათქვამი და რამდენიმეს შესრულებული”. – (როდის ამოდის მზე)

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„წელში ოთხად მოკეცილი ბებერი გინდა მეფის ტახტზე დასვი და გინდაც ბუხართან, ერთი ოხერი იქნება!” – (როდის ამოდის მზე)

ამონარიდები ვაჟა ჩორდელის მოთხრობებიდან…

„სირცხვილი ცოტაა იმასთან,სოფელმა რომ აკლება იცის,მტრის კარს,მის ყბაში ჩავარდნა,ნიანგის ყბა სალოცავ ხატად მოგეჩვენება მერე.დიდი ყბა აქვს სოფელს!” – (ტატე)