Tag Archives: ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”

ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”

„ – იყო დრო, როდესაც ქალიშვილები ნებას არ აძლევდნენ თავის თავს, რომ ზემოდან ეცქირათ თავისი მშობლებისათვის, როდესაც ურჩები ცახცახებდნენ მშობლის ძალაუფლების წინაშე; ეს დრო წავიდა, სამწუხაროდ; ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ ზოგიერთებს”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”

„ოჯახის სიმყუდროვე ის სიწმინდეა, რასაც მხოლოდ უგულო ადამიანები თუ უარყოფენ”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „სტეპის მეფე ლირი”

„ცემასაც ცოდნა უნდა”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „ზედმეტი ადამიანის დღიური”

„ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი. მაგრამ ზედმეტნი… არა”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „მიწერ-მოწერა”

„ამქვეყნად ყველაფერზე შეიძლება ილაპარაკო ცხარედ, გატაცებით, მაგრამ მადიანად მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს ადამიანი”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობიდან – „მყუდრო ადგილი”

„ყველაფრის მიღწევას უნდა ცდილობდეს ადამიანი: იქნებ და ხვდეს წილად რამე”.

ამონარიდები ივანე ტურგენევის მოთხრობებიდან…

„შენს თავს ეკუთვნოდე – აი ამაშია ცხოვრების მთელი ოინი”. – (პირველი სიყვარული)

ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”

„მიყვარს თუ არა მე ჩემი სამშობლო? სხვა რაღა უნდა გიყვარდეს კაცს ქვეყანაზე? სხვა რა არის ისეთი, რაც არასდროს გიმუხთლებს, რაც ყოველ იჭვზე მაღლა დგას, რაც არ შეიძლება არ გწამდეს ღმერთის შემდეგ? და როდესაც ამ სამშობლოს სჭირდები…”