Tag Archives: ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ულექსო დღე”

„ადამიანმა ღმერთი რომ ჩვეულებრივი მომაკვდავივით კუბოში ნახოს, მაშინ მის თვალში ეს ქვეყანაც დაიშლება, ღმერთიც გაქრება და თავიც შესძულდება!”

ამონარიდები მამია ასათიანის პიესა-ლეგენდიდან – „ხე სიკეთისა და ხე ბოროტებისა”

„ნანახს ძებნა რად სჭირდება, უნახავის ხილვაა ძნელი”.

ამონარიდები მამია ასათიანის თქმულებებიდან…

„ღმერთთან მისასვლელ კიბესა ჰგავს ჩვენი მთები!” – (სვანური თქმულება)

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…

„დედის გულ-ღვიძლი შვილის გულ-ღვიძლთან უშორებელია”. – (აფხაზური თქმულება)

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ყურძნის მტევნები”

„ავბედს თვითონ მიჰყავს ადამიანი თავის ნებაზე”.

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „აკვნის ოსტატი”

„ – ომია, შვილო, უკაცოდ დარჩენილ ოჯახებს, აბა, რა ეშმაკად უნდათ აკვანი.

- მერე, შე კაცო, რატომ სხვა არაფერს არ გააკეთებ? აი, თუნდ კუბოებს.

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობიდან – „ხალდეს ყვავილები”

„ასეა, მტერი ხან ურწმუნოებას დაგაბრალებს, ხან ერთმორწმუნეობით დაგჯაბნის და დაგიმონებს”.

ამონარიდები მამია ასათიანის მოთხრობებიდან…

„ბრძენთა დავა ხალხისთვის სასარგებლოა. მეფეთა დავაა სისხლიანი და კაცთსაძულველი”. – (ხალდეს ყვავილები)

ამონარიდები მამია ასათიანის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„სიტყვა მხოლოდ ადამიანის საკუთრებაა, ამიტომ მისი დაკარგვა ყველაზე დიდ ადამიანურ უბედურებად უნდა ჩავთვალოთ” – (თქმულება სიტყვის ტაძარზე)

ამონარიდები მამია ასათიანის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„სიტყვას გულიდან ფრთხილად უნდა ამოკრეფა, დაუფიქრებლად  ნათქვამი საყვარელ კაცს საძულველად გაგიხდის, ძმას გადაგამტერებს, დედას დაგაშორებს, ქვეყნის მოღალატედ გაგხდის”.