Tag Archives: ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ჩემი სოფელი წასულა. სხვა სოფელი მოსულა, განა ამაშია საქმე, ნაჭა და ოჯინჯალი, შუა ცეცხლი და ისლით დახურული, გაჭვარტლული ქოხები რომ აღარ არის. ის სოფელი წასულა, უკან გაუწევია არსთაგამრიგეს”. – (კაცი, რომელმაც მამის საფლავი დაკარგა)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ხანდახან ჩავარდები კაცი, არაა საშველი”. – (ექიმბაში)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ისეთი დრო მოდის, ისე მოგვერია ეს მანქანები და ისე ვშორდებით ერთმანეთს, რომ თუ რამე გადაგვარჩენს, მეტი სიყვარული და კაცის თაყვანისცემა გადაგვარჩენს”. – (ცრემლი სად არის)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ჩვენი თაობა, როგორც ჩანს, ღვინოს ვერ იტანს”. – (დოლომისი)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – განა ჩემგან გესმით პირველად, ხუსეინ ბიძავ, რომ საქართველო აქედან დაიწყო. ამ ადგილას, სადაც ახლა მთიანი აჭარა და მესხეთია – „საქართველოს სინაი” შეარქვეს ძველებმა,

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – არა, ჩემო ბიძია, იქნებ ოდესღაც მეც მქონდა სურვილი სუფთად შევრჩენოდი ამ წუთისოფელს, მაგრამ სულ ტყუილია. პირველ პერანგს რომ გაცვითავ, იმის შემდეგაც კი შენი ცოდვა ბეჭებს გიმძიმებს.

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ასე არ შეიძლება. ჩვენ თუ არ ვივარგეთ ერთმანეთისთვის, უფრო გამწარდება ეს წუთისოფელი”. – (ცრემლი სად არის)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ჯოჯოხეთშიც ქე ცხოვრობს ხალხი, რავა…” – (იქ)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„უნდა გქონდეს კაცს შენი საიდუმლო – რაღაცა გულში სამუდამოდ ღრმად დამარხული, სხვის ყურს რომ არ მიაკარებ და საჯიჯგნსაკამათოდ არასოდეს აქცევ”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ყველას რომ იმაზე მეტი გვინდა, რაც ბუნებამ გვარგუნა – ესაა ჩვენი უბედურების თავი და თავი”. – (სიკვდილის წინა დღე)