Tag Archives: ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „მდგმურები”

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!”

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„კაცი სწორედ იმაზე ლაპარაკობს ყველაზე მეტი გატაცებით, რაც თავად არა აქვს. ღატაკს ოქრო-ვერცხლზე უყვარს ლაპარაკი, გულნამცეცას – დიდსულოვნებაზე, ლაჩარს – სიმამაცეზე”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ – ნუთუ არ იცით, კაცი რომ იბადება, მარტო საკუთარი თავისთვის არ იბადება”…

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ – მე ეგრე მგონია, რომ უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„ – ტყუილი ხომ არ იცი, თათარო?

- ტყუილი რომ არ ვიცოდე, სიმართლე როგორღა გავიგო, ბატონო! – ცალყბად გაიღიმა თათარმა”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის რომანიდან – „ზებულონი”

„დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის, მიდის, მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „სასწაული”

„სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, შეიძლება მეტიც ითქვას, სულაც არ ხდება”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებიდან…

„გვირგვინს მხოლოდ უგუნურები მიელტვიან. უგუნურებს გვირგვინის ბრჭყვიალი აბრმავებთ, გვირგვინის სიმძიმე კი არ უწყიან. ვინც გვირგვინს იდგამს, იგი თავის თავისა აღარ არის”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა”

„ყველა თავის ჭეშმარიტებას აღიარებს, ყველა თავის ჭეშმარიტებას ემონება, ყველა თავის ჭეშმარიტებას ეწირება”.

ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება”

„ყველა” მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას”.