Tag Archives: გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას ბიოგრაფიიდან…

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას შესახებ…

ტანად მაღალი იყო,სახით – მეტისმეტად ფერმკრთალი,კისერი და წვივები ძალიან წვრილი ჰქონდა,თვალები და საფეთქლები – ჩაცვენილი,შუბლი – ფართო და კოპებშეკრული,თავზე თხელი თმა ჰქონდა,კეფაზე – სულაც მოტვლეპილი,ტანზე კი ხშირი ბალნით იყო დაფარული.ამიტომ მისი ჩასვლისას ვინმეს რომ ზემოდან გადმოეხედა ან რაგინდარა მიზეზით უბრალოდ სიტყვა “თხა” დასცდენოდა,მომაკვდინებელ დანაშაულად მიიჩნევდა.

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა – “ეპიზოდი”

რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლის მოყვარული,განსაკუთრებით პატივმოყვარე,ეჭვიანი,გარყვნილი,ეგოისტი და მფლანგველი ტირანი – გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (12-41 წლები),ბავშვობიდანვე ეპილეფსიით იტანჯებოდა (აღნიშნულ დაავადებას იმ პერიოდის რომში – “წმინდა დაავადებას” უწოდებდნენ).

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას ბიოგრაფიიდან…

გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (12-41 წლები) – რომის იმპერატორი გახლდათ 37-41 წლებში.იგი არა მარტო რომის ისტორიაში,არამედ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში შევიდა,როგორც დაუნდობელი, “მიზანთროპი” ტირანი,რომელზეც საკუთარმა მამობილმა – ტიბერიუს კლაუდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუსმა,რომელიც კარგად იცნობდა შვილობილს თქვა კიდეც: