Tag Archives: გენისოები

ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – „ეპიზოდი”

ეგვიპტოლოგიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი და ენათმეცნიერი - ჟან-ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832 წლები), ვინაც პირველმა შეიმუშავა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპები, 1809 წლის 10 ივლისს დაინიშნა გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორად.

საინტერესო ფაქტები ანტონიო სტრადივარიუსის ბიოგრაფიიდან…

„ის ხე, რომლისგანაც იგი თავის საუკეთესო ვიოლინოებს ამზადებს, – ნოეს კიდობანის ნამსხვრევებიაო”, – სრული სერიოზულობით აცხადებდნენ ერთნი. „ოქროს ხელების მქონეთაც კი არ ძალუძთ ხის ნაჭერს გამოაცემინონ ანგელოზების გალობის მსგავსი გამაოგნებელი ხმოვანება. როგორც ჩანს, ოსტატმა სული ეშმაკს მიჰყიდაო!” – ეჭვობდნენ ანტონიო სტრადივარიუსზე მეორენი.