Tag Archives: ვაჟა-ფშაველა წერდა…

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„მე სინდისით ვიყო დასვენებული, ამაზე მეტი ქება და სახელი არ მინდა. სახელი როგორ გააბედნიერებს კაცს, თუ სინდისი აწუხებს. როდესაც სინდისიანია კაცი, დასვენებული, ბედნიერიც მაშინ არის მხოლოდ”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„თავისუფლება ისეთი მცნებაა, იმას ბევრი კომენტარიები არა სჭირდება”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„მე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„აღსარებასავით გეტყვი – დედაკაცივით გულს არა გამინათლებს”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„ნუთუ ია, ბუჩქებით და ეკლებით დაჩრდილული, არ მოგვაგონებს დაჩაგრულის სიმართლეს? ეს მცენარე კაცთაგანს არავის დაურგავს, არც მოურწყავს და ისე არ მოუყვანია: მას ბუნება ზრდის,

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„ნუ დაგავიწყდებათ,რომ ჩვენ,ჩვენი ჭკვის ხალხნი ვართ,ღმერთიც არ მოგვწონს თუ მხოლოდ „ღმერთია”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

„აკვანი და კუბო ტყუპნი არიან; ვიბადებით, აკვანში გვაწვენენ და გვარწევენ. ვიხოცებით – კუბოში გვასვენებენ და სამარისაკენ ქანაობით მიგვათრევენ”.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

“მაკვირვებს ჩემი ბედი,ჩემი მდგომარეობა ქართველ საზოგადოებაში: გარეგანი პატივისცემა დიდი,ხოლო საქმით კი – არაფერი.გინდ მე ვყოფილვარ,გინდა ქუჩა-ქუჩა მაწანწალა ძაღლი.ძაღლს ან კი რა უჭირს,იმას პურის ნატეხს,ძვალს მაინც ვინმე გადაუგდებს,მე კი თუ ვითხოვე რამ,მომთავაზებენ ქვას პურად და ნაცარს თვალებში შესაყრელად.

ვაჟა-ფშაველა წერდა…

“იქ ვინ ნახა თავისუფლება,საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან,არც მაუბნებენ,არც მამღერებენ,არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდე?! – სხვას არაფერს,გარდა ზიზღისა,მძულვარებისა.