Tag Archives: თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ეშმაკნი”…

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “მოთამაშე”

“მუდამ სულელურად მივიჩნევდი ერთი გაქსუებული,ჯიბესავსე მორალისტის მოსაზრებას,რომელმაც ვიღაცის თავის მართლებაზე,ხომ წვრილმანი ფულითაც თამაშობენო, – პასუხად ასე ბრძანა: წვრილმანი ანგარება კიდევ უფრო უარესიაო.თითქოსდა წვრილმანსა თუ მსხვილმან ანგარებაში რამე განსხვავება იყოს.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

“მაინც რა არის პატიოსნება,ანდა სისხლის დაღვრის ცოდვად მიჩნევა,იქნებ სულაც მხოლოდ დრომოჭმული გადმონაშთია?” იქნებ ვინმე შემეკამათოს კიდეც და მითხრას,რომ ავადმყოფური,ისტერიკული,ცილისმწამებელი ადამიანი ვარ;

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

1. “ნგრევა სულაც არ არის საჭირო! სრულიად საკმარისია,კაცობრიობაში ღმერთის იდეა მოსპო.აი,საიდან უნდა დაიწყო! აქედან,სწორედ აქედან უნდა დაიწყო! ო,ყოვლად უცოდინარი ბრმები! თუკი კაცობრიობა ღმერთს უარყოფს,ძველი სამყაროს ხედვაც და რაც მთავარია,ძველი ზნეობრიობაც ანტროფაგიის გარეშე,თავისთავად დაეცემა და ყველაფერი ახლად დაიბადება.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”

“ვაცხადებ,რომ ღმერთს პირდაპირ და უბრალოდ ვაღიარებ.მაგრამ ერთი რამ მინდა ავღნიშნო: თუ ღმერთი არსებობს და მან მართლა შექმნა ყოველივე,მაშინ,როგორც ჩვენთვის არის ცნობილი,დედამიწა ევკლიდეს გეომეტრიის შესაბამისად შექმნა,

ამონარიდები თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”

„არ არსებულა ჯერ ხალხი რელიგიის გარეშე, ანუ სიკეთისა და ბოროტების ცნების გარეშე. ყოველ ხალხს საკუთარი ცნება აქვს სიკეთისა და ბოროტებისა,

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ეშმაკნი”

“თუ კადნიერებად არ ჩამეთვლება ესოდენ საჩორითო საკითხში ჩემი აზრის გამოთქმა,მე ვიტყოდი,რომ ყველა ეს სიცოცხლეში გენიოსებად მონათლული საშუალო ნიჭის ჩვენი შემოქმედნი არა მარტო სიკვდილის შემდეგ ქრებიან ხალხის ხსოვნიდან,ზოგჯერ სიცოცხლეშიაც წარმოუდგენლად მალე ივიწყებს მათ ძველი თაობის შემცვლელი ახალგაზრდობა.

თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”…

„ნეტა რით ვერ გაგიგიათ, თქვე ჭკუამოკლე ხალხო? იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანელის გარეშეც გაძლებს,