Tag Archives: მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “კვაჭი კვაჭანტირაძე”

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „ჯაყოს ხიზნები”


„ – კაცობრიობა! კაცობრიობა! – წამოიძახა თეიმურაზმა. – ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა მართლა არსებობდეს!

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “ჯაყოს ხიზნები”


„სსს…აკვირველია, ღმერთმანი: ადამიანმა რომ თავისი ბოროტი საქმენიც ისე ხშირად მოინანოს, როგორც სიკკეთეს ნანობს ხოლმე, მისი სიცოცხლე, განუწყვეტლივ სინანულად გადაიქცეოდა”.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “გივი შადური”

“საიდანღაც მოვალთ,ერთხელ ძლივს ამოვისუნთქვათ და ისევ ბნელ უკუნეთში ვიკარგებით. და ყველაზე საზარელი ის არის,რომ არავინ არ იცის, და ვერც ოდესმე გაიგებს – გესმით,ვერც ოდესმე გაიგებს-მეთქი! – საიდან მოვდივართ,ვის მოვყავართ და სად მივყავართ? საიდან,სად,რატომ და რისთვის?” 

მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – “კვაჭი კვაჭანტირაძე”

“პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას.ზოგნი მას აძოვებენ,ზოგნი კი სწველიან.ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში.დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ,ჩვენ კი მისი კარაქით გავსუქდეთ.ხოლო ძროხის მოწველას ბევრი არაფერი უნდა: დოუყვავე,გოუცინე,გეიშინაურე.აი,ეს არის ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა.