Tag Archives: რა? სად? როდის?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ ის სახელმწიფო,რომელმაც XVIII საუკუნეში (1777 წელს) პირველმა აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა სახელი უწოდა გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და ლიტერატორ ქალს – ანა ახმატოვას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრმა,ამხანაგმა – ანდრეი ჟდანოვმა?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა უწოდა გენიალურ პოლონელ კომპოზიტორსა და პიანისტს – ფრედერიკ შოპენს,მისი კონცერტით აღფრთოვანებულმა დიდმა გერმანელმა პოეტმა და პუბლიცისტმა – ჰაინრიხ ჰაინემ?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ერთ-ერთმა რუსმა მწერალმა,თავის პირველ და ყოვლად უგერგილო რომანში (გამოქვეყნდა 1956 წელს),ქართველებს მწვანილის სიყვარულის გამო – “ბალახიჭამიები” გვიწოდა,რამაც ჩვენ ერს ძალიან ატკინა გული.დაასახელეთ,რომელმა რუსმა “ლიტერატორმა” მოგვიხსენია ქართველები “ბალახიჭამიებად”?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: გავრცელებული ცნობების თანახმად,დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს – კანდიდ ჩარკვიანს ეწვია და მისი მომაკვდავი მეგობრისათვის და გენიალური ქართველი პოეტისათვის – ლადო ასათიანისათვის “რაღაც” თხოვა.დაასახელეთ,რისი თხოვნით მიმართა ჩიქოვანმა ჩარკვიანს?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: გარდა ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოებებისა,კიდევ რით გაითქვა სახელი დიდმა იტალიელმა კომპოზიტორმა და სახელგანთქმული ოპერის – “სევილიელი დალაქის” ავტორმა – ჯოაკინო როსინიმ (1792-1868 წლები)? 

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კუბის რევოლუციის ლიდერი და ქვეყნის ექს-პრეზიდენტი – ფიდელ კასტრო,თავის დროზე,სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ ერთობ განსაკუთრებული ლტოლვით გამოირჩეოდა.დაასახელეთ ის მეტსახელი,რაც მას ზემოაღნიშნული თვისების გამო უწოდეს.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: მას შემდეგ,რაც 1966 წლის 26 მაისს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თანამედროვე სახელმწიოფომ – გაიანას კოოპერატიულმა რესპუბლიკამ (უწინდელი ბრიტანული გაიანა) დამოუკიდებლობა მოიპოვა,ერთი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო გარემოება იქნა აღმოჩენილი,რომელიც დაკავშირებული გახლდათ ბრიტანეთის იმპერიის კოლონიალურ პოლიტიკასთან ბრიტანულ გაიანაში.დაასახელეთ რა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოება იქნა აღმოჩენილი გაიანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ის მოვლენა,რომელიც 1833 წელს დაფიქსირდა,ოსმალეთის იმპერიის საგრძნობლად დასუსტების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდა.საყურადღებოა,რომ ანალოგიური მოვლენის განმეორების პერსპექტივა დღესაც საკმაოდ აქტუალურად განიხილება.დაასახელეთ,რა გახდა ოსმალეთის იმპერიის დაუძლურების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი და რა ანალოგიური მოვლენის განმორების პერსპექტივა არსებობს დღეს?

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წინ,ბერძნებმა ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთ არტემიდას,თითოეული მოკლული მტრის სანაცვლოდ თითო თხა აღუთქვეს შესაწირად.