Tag Archives: სამხედრო თემატიკა

ლეანტოფორა – (ანტიკური ხანის უდიდესი ხომალდი)

ანტიკურ ხანაში შავი ზღვის აკვატორიაში უამრავი ისეთი ხომალდი დაცურავდა,რომლებიც თანამედროვე ხომალდებზე რამდენჯერმე დიდიც კი იყო. ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში ძველ ბერძნულ კოლონიაში – ჰერაკლიუმში განთავსებული გახლდათ ბერძენთა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი;

T13 Beano – “ეპიზოდი”

T13 Beano – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების “სტრატეგიული მართვის სამსახურის” მიერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შემუშავებულ ექსპერიმენტალურ ხელყუმბარას,რომელთაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ამერიკული ფოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანია – Eastman Kodak-ი აწარმოებდა.

მსოფლიო ისტორიაში პირველი საჰაერო დაზვერვა…

1794 წლის 26 ივნისს ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიაზე გაიმართა ერთ-ერთი გადამწყვეტი – “ფლერიუსის ბრძოლა” საფრანგეთის რევოლუციურ არმიასა და ავსტრია-ნიდერლანდების კოალიციურ არმიებს შორის.

“პოტსდამელი გოლიათები”

პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და ბრანდებურგის კურფიურსტი – ფრიდრიხ ვილჰელმ I (1688-1740 წლები),რომელსაც ზედსახელად – “ჯარისკაცთა მეფეს” უწოდებდნენ,მთელი თავისი 27 წლიანი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა ჩამოეყალიბებინა განსაკუთრებული და ელიტური სამხედრო ქვედანაყოფი (პირადი გვარდია).

“საკონდიტრო ომი”

“საკონდიტრო ომი” – ამ უცნაური სახელწოდებით შევიდა მსოფლიო ისტორიაში საფრანგეთის არმიის პირველი ინტერვენცია მექსიკაში. 1838 წელს ერთ-ერთმა ფრანგმა კონდიტერმა რომენტალმა,საფრანგეთის უკანასკნელ მეფეს ლუი ფილიპე I-ს (1773-1850 წლები) მიმართა თხოვნით,რათა დაეცვა მისი,როგორც ფრანგი მოქალაქის შელახული საკუთრების უფლება ქაოსით მოცულ მექსიკის ტერიტორიაზე.

“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბი” – (ეპიზოდი)

“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის” კონსტრუქცია თავდაპირველად შემუშავებული იქნა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში და მას – “ჩეხური ზღარბი” ეწოდა.

ფრანც ჰელმის “ორიგინალური სამხედრო მეთოდი”

ისევე,როგორც თანამედროვე ეპოქაში,სამხედრო სტრატეგიებს უძველესი ეპოქებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.შესაბამისად,მრავალი სამხედრო თეორიტიკოსის მიერ საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა სახის ორიგინალური სახის მქონე სამხედრო ტრაქტატები.

ფრანც ლეპტიხი – გენიოსი თუ ავანტურისტი?!

1811 წელს გერმანელმა მექანიკოსმა,გამომგონებელმა და მუსიკოსმა - ფრანც ლეპტიხმა (1778-1819 წლები),დიდი მცდელობის შემდეგ საფრანგეთის ლეგენდარულ იმპერატორთან და მხედართმთავართან – ნაპოლეონ I ბონაპარტთან აუდიენციას მიაღწია,რა დროსაც მას შესთავაზა ისეთი სამხედრო დანიშნულების მქონე დირიჟაბლის შექმნა,რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჰაერში ჭურვების ატანა და მტრისთვის საჰაერო დარტყმის მიყენება.

ბერსერკერები – (ვიკინგთა ელიტური მეომრები)

ბერსერკერები – ძველგერმანულ და ძველსკანდინავიურ საზოგადოებაში წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უძლიერეს,დაუნდობელ და მამაც მებრძოლებს,რომლებიც თავიანთ თავს სრულად უძღვნიდნენ ძველგერმანელთა და სკანდინავიელთა მითიური სისტემის უზენაეს ღმერთს – ოდინს.

ჩინგიზ-ყაენის “სამხედრო რეფორმა”

მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა,სტრატეგმა და მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ფუძემდებელმა – ჩინგიზ ყაენმა (1162-1227 წლები),იგივე – თემუჩინმა,თათრებთან წარმოებული ომის დროს საბრძოლო წესებში რადიკალური ცვლილებები შეიტანა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ასწლეულების მანძილზე სტეპის ცხოვრებაში დამკვიდრებულ კანონებს.