Tag Archives: საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”

საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”

ცენტრალურ აზიაში მდებარე თურქმენეთის აწ გარდაცვლილმა “თურქმენბაშად” წოდებულმა “მუდმივმა პრეზიდენტმა” – საფარმურატ ნიაზოვმა (1940-2006 წლები),რომელიც მეტად “ორიგინალური” გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა,თავისი ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებს კატეგორიულად აუკრძალა წვერ-ულვაშის ტარება,ხოლო მანდილოსან თურქმენ ტელეწამყვანებს კი ყოველგვარი მაკიაჟის გაკეთება და შესაბამისად,კოსმეტიკის გამოყენებაც.

საფარმურატ ნიაზოვი (თურქმენბაში) – “ეპიზოდი”

საფარმურატ ნიაზოვს (1940-2006 წლები),მრავალი ზედსახელი ჰქონდა მინიჭებული.მაგალითად მას მოიხსენიებდნენ, როგორც “თურქმენბაში”, რაც თურქმენულ ენაზე აღნიშნავს “თურქმენთა უფროსს” (მეთაურს), მოიხსენიებდნენ მეორე სახელითაც “სერდარი”, რაც თარგმანით “ბელადს” აღნიშნავს.