Tag Archives: ჰანს კრისტიან ანდერსენის შესახებ…

ჰანს კრისტიან ანდერსენი ამბობდა…

„რამდენი ადამიანია ქვეყანაზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უგულო და უნამუსო, ცივი, ლიპი ჩრდილი. აბა ერთი ნახეთ, როგორი იღბალი აქვთ! მათმა მოქნილმა გრძელ-გრძელმა ხელებმა იციან, როგორ ჩაებღაუჭონ ოქროს, პატივს, ორდენებს, მათი გველის ენა ადვილად პოულობს გზას დიდებულ პირთა და მაღალი წრის მზეთუნახავთა გულებისაკენ…

ჰანს კრისტიან ანდერსენი – “ეპიზოდი”

ღარიბი მეწაღის – ჰანს ანდერსენის ვაჟი – ჰანს კრისტიან ანდერსენი (1805-1875 წლები) იმთავითვე მეტად მგრნობიარე და ემოცური პიროვნება გახლდათ, და რადგანაც იმ პერიოდის სკოლებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებად იყო ქცეული,დედამ – ანა მარი ანდერსდატერმა ბავშვი იმ საქველმოქმედო სკოლაში მიიყვანა სასწავლებლად,სადაც სხვა სკოლებისაგან განსხვავებით მოსწავლეებს ფიზიკურად არავინ სჯიდა.