Category Archives: ფრაზეოლოგია
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„იცოდე, რომ არსებობს საზღვარი იმასა და იმას შორის, რაც შენ გსურს და რაც შეიძლება”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„მტერმა თუ სიცოცხლე გაჩუქა, კი არ უნდა გიხაროდეს, სირცხვილით უნდა იწვოდე”.
გიორგი წერეთლის მოსაზრებები…
„კაცი არ იპოვება ისეთი, რომ საკუთარი სარგებლობის გარეშე ხედავდეს რასმე”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„არიან ადამიანები, რომელნიც ღმერთსა და ეშმაკს თანასწორად უნთებენ სანთელს, ვინ იცის, რომელი როგორ გამომადგებაო”.
ვასილი სუხომლინსკის მოსაზრებები…
„ჩაუფიქრდით სიტყვა „სამშობლოს”, იგი იმავე ფუძიდანაა, საიდანაც სიტყვა „შობა”.
რობერტ ლუის სტივენსონი წერდა…
„რა არ მინახავს?! მინახავს ავი და კარგი, უკეთესი და უარესი, კარგი ამინდი და ავდარიც, სურსათის გამოლევაც, დანების ტრიალიც და რაღა არა! ჰოდა, უნდა გითხრათ, რომ არასოდეს მინახავს – კეთილ საქმეს კეთილი ნაყოფი გამოეღოს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„როცა კაცის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ასე ვთქვათ, სულ უკანასკნელი ძალ-ღონის დაძაბვით რომ ეწევა კაცი თამაშს, ეგებ ერთი გამამხნევებელი სიტყვა მაინც გავიმეტოთ მისთვის?”