Category Archives: წიგნების განხილვა

მამას…

მოგესალმებათ Genia.ge

მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.

7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.

გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.

სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.

მშვიდობით მამა…

Genia.Ge

ბორის ვიანი – “მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო”

“მოვალ თქვენს საფლავებზე რომ მივაფურთხო” – წარმოადგენს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული სკანდალურად ცნობილი ფრანგი მწერლის,პროზაიკოსისა და პოეტის – ბორის ვიანის (1920-1959 წლები) მიერ დაწერილ ამაზრზენი სახელწოდების მქონე ნოველას,რომელმაც გამოქვეყნებისთანავე დიდი ფურორი და სკანდალები გამოიწვია.

პრიმო მიშელ ლევი – “განა ეს ადამიანია?!”

“განა ეს ადამიანია?!” – წარმოადგენს ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილი იტალიელი პროზაიკოსის,პოეტის,ესეისტისა და მთარგმნელის – პრიმო მიშელ ლევის (1919-1987 წლები) მიერ დაწერილ მემუარებს,სადაც ავტორი დოკუმენტურად აღწერს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ფაშისტების მიერ დაარსებულ,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში – “აუშვიცში” განვითარებულ საშინელ,ამაზრზენ მიზანთროპულ და მოვლენებს.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “მშვიდობით იარაღო”

“მშვიდობით იარაღო” - გენიალური ამერიკელი მწერლის - ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961 წლები) მიერ 1929 წელს დაწერილი ნაწარმოებია.აღნიშნულმა რომანმა მწერალს ”ნობელის პრემია” მოუტანა.ფაქტიურად,ჰემინგუეიმ ამ ნაწარმოებში თავისი ავტობიოგრაფიის გარკვეული ნაწილიც შეიტანა.

ჯორჯ ორუელი – “1984″

დიდი ინგლისელი მწერლისა და ესეისტის - ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები) მიერ დაწერილი შესანიშნავი რომანი - “1984″,გამოქვეყნებულ იქნა 1949 წელს.

ანტონ ჩეხოვი – “შურისმგებელი”

ფეოდორ ფეოდოროვიჩ სიგაევმა ცოლს ღალატზე წაასწრო და შმუკსისა და კ.-ის იარაღის მაღაზიაში გაქანდა რევოლვერის ასარჩევად,დარდითა და ბრაზით აღსავსეს მტკიცედ გადაეწყვიტა შურისგება.

ვიქტორ-მარი ჰიუგო – „კაცი, რომელიც იცინის”

„კაცი, რომელიც იცინის” - გენიალურმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა ვიქტორ-მარი ჰიუგომ (1802-1885 წლები),სამშობლოდან თავისი 20-წლიანი დევნილობის პერიოდში 1869 წელს დაწერა.

ჰაინრიხ ბიოლი – “კლოუნის თვალთახედვა”

“კლოუნის თვალთახედვა” - გახლავთ მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული არეულობისა და ქაოსის ჩვენამდე მოტანის საუკეთესო გზა.”ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია,ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი!” – ასეთია დიდი გერმანელი მწერლის,მთარგმნელისა და “ნობელის პრემიის ლაურეატის” - ჰაინრიხ ბიოლისეული (1917-1985 წლები) კლოუნის თვალთახედვა ამავე სახელწოდების რომანში.

გურამ გეგეშიძე – “საყდარი”

გურამ გეგეშიძის შესანიშნავი მოთხრობა - “საყდარი”,ალბათ არცერთ მკითხველს გულგრილს არ დატოვებს,რადგან მოცემულ ნაწარმოებში ავტორი ღრმა და საინტერესო მორალურ-ეთიკურ პრობლემას სვამს.

იოჰან ვოლფგან გოეთე – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

“ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი” - გენიალური გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832 წლები) მიერ 1774 წელს დაწერილი “სიყვარულის მარად უჭკნობი ხოტბაა”.