ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “მშვიდობით იარაღო”

“მშვიდობით იარაღო” - გენიალური ამერიკელი მწერლის - ერნესტ ჰემინგუეის (1899-1961 წლები) მიერ 1929 წელს დაწერილი ნაწარმოებია.აღნიშნულმა რომანმა მწერალს ”ნობელის პრემია” მოუტანა.ფაქტიურად,ჰემინგუეიმ ამ ნაწარმოებში თავისი ავტობიოგრაფიის გარკვეული ნაწილიც შეიტანა.რომანი დაყოფილია ხუთ წიგნად.მთავარი მოქმედი პირები არიან – ახალგაზრდა ამერიკელი ლეიტენანტი ფრედერიკ ჰენრი,რომელიც,პირველი მსოფლიო ომის დროს, მუშაობს მოხალისედ იტალიური არმიის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად,სადაც მწერალს საკუთარი თავი ჰყავს პროტოტიპად გამოყვანილი.ინგლისელი მოწყალების და ქეთრინ ბაკლი,რომელსაც შეუყვარდება ჰენრი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ჰენრი აღნიშნავს, ქეთრინი არის განსაკუთრებულად ლამაზი და რინალდი,ქირურგი იტალიის არმაში.იგი არის ჰენრის საუკეთესო მეგობარი.პირველ წიგნში რინალდი წარუდგენს ქეთრის ბაკლის ჰენრის,ჰენრი ცდილობს, რომ ქეთრინი შეაცდუნოს, და ასე იწყება მათი ურთიერთობა.იტალიურ ფრონტზე ყოფნის დროს,იგი დაიჭრა ფეხში და იქნა გაგზავნილი მილანის ჰოსპიტალში.მეორე წიგნი გვიჩვენებს ჰენრისა და ქეთრინის ურთიერთობების გაღრმავებას,მას შემდეგ რაც ერთად გაატარეს მთელი ზაფხული  მილანში. ჰენრის შეუყავრდება ქეთრინი და იმ დროისთვის,როდესაც იგი განიკურნება,ქეთრინი უკვე სამი თვის ფეხმძიმე იქნება.მესამე წიგნში,ჰენრი ბრუნდება თავის გაერთიანებაში. თუმცა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ავსტრიელები და გერმანელები არღვევენ იტალიის ხაზებს კაპორეტოს ბრძოლაში.იტალიელები უკან იხევენ.ჰენრი კლავს საინჟინრო სერჟანტს დაუმორჩილებლობის გამო.ამის შემდეგ,ჰენრის საეჭვო პიროვნებად თვლიან და იჭერენ.იგი ხედავს, რომ პოლიციელები შეუბრალებლად ხოცავდნენ დამნაშავეებს და გაქცევას გადაწყვეტს.მან ეს მოახერხა მდინარეში ჩახტომით. მეოთხე წიგნში ჰენრი და ქეთრინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და შვეიცარიაში  გარბიან ნიჩბიანი ნავით.უკანასკნელ წიგნში,ჰენრი და ქეთრინი მშვიდად ცხოვრობენ მთებში,მანამ,სანამ ქეთრნის დაეწყებოდა მშობიარობა.ხანგრძლივი და მტკივნეული მშობიარობის შემდეგ,მათი შვილი იაბადება მკვდარი,რის შემდეგადაც ქეთრინიც კვდება. (ავტორი გენია.ჯი)