Category Archives: დამაკვირდი
მამას…
მოგესალმებათ Genia.ge
მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.
7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.
გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.
სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.
მშვიდობით მამა…
Genia.Ge
„დამაკვირდი”
„ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორც სხვა ხალხს საჩუქრის მიღება”. – ალექსანდრე დიუმა
„დამაკვირდი”
„ადამიანის მოდგმისაგან მოითხოვო – უმადური არ იყოო, იმას ნიშნავს, ბალახის ჭამა მგელს დააძალო”. – ანდრე მორუა
„დამაკვირდი”
„კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია: ვინ ვისი ბატონ-პატრონია, ვინ ვისი ტყვეა…” – შოთა ნიშნიანიძე
„დამაკვირდი”
„ადამიანთა უხამსი ნამოქმედარისა და საქციელის გარდა მზის სხივების ქვეშ ყველაფერი საუცხოოა და ჩინებული”. – სერვანტესი
„დამაკვირდი”
„მოთმინება – საშინელებაა, თუმცა მისი დაკარგვა, კიდევ უფრო დიდი საშინელება”. – ლიზ ჟილბერტი
„დამაკვირდი”
„ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რათა ის ბეჩავი არამზადების წინაშე ხოხვაში გაატარო”. – სტენდალი
„დამაკვირდი”
„არსებობენ „გულწრფელი მატყუარები”, რომლებიც თავიანთ ნაკლოვანებებზე ლაპარაკისას მხოლოდ იმ ნაკლზე გვიამბობენ, საპატიებელი რომაა”. – ჟან-ჟაკ რუსო