„დამაკვირდი”

„მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი სამოთხე არსებობს – დაკარგული სამოთხე”. – გუსტავ ფლობერი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის გულში მრავალი ცოდვაა ჩასაფრებული”. – პოლიკარპე კაკაბაძე

* * *

„უმრავლეს შემთხვევაში, ადამიანი რომ ძალაუფლებას ხელთ იგდებს, სიმართლეს უსამართლობად აცხადებს, ჭეშმარიტებას კი სიცრუედ. ეს არის მუდმივი წრებრუნვა…” – ანატოლ ფრანსი

* * *

„არის ცრემლი, ცეცხლზე მწვავეა და შხამზე უმწარესი”. – პოლიკარპე კაკაბაძე

* * *

„ქვეყნად ადამიანზე უბედური არსება არ არსებობს მფშვინვიერი, მიწად მთრევი!”. – რომან მიმინოშვილი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაითვალისწინეთ, პატარ-პატარა ნაპრალებში თვალი უფსკრულებს ხედავს”. – ანდრე მორუა

* * *

„მკლავი წარმართავს ბრძოლას, სიტყვები – ბჭობას”. – რომან მიმინოშვილი

* * *

„ხშირად არ წაიბორძიკებს კაცი, თუ ცხოვრებას ისეთს მიიღებს, როგორიც არის”. – გუსტავ ფლობერი

* * *

„მხოლოდ ღიმილია ის, რასაც სახის სილამაზეს ეძახიან; უკეთუ ღიმილი სახეს შნოს უმატებს, მაშინ ლამაზია სახე; უკეთუ იგი სახეს არ ცვლის, მაშინ სახე ჩვეულებრივია, ხოლო თუ იგი სახეს აუშნოებს, მაშინ სახე ულამაზო ყოფილა”. – ლევ ტოლსტოი

* * *

„მიღებული არ ნიშნავს, რომ სწორია!” – სოკრატე – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>