Category Archives: სამხედრო
მამას…
მოგესალმებათ Genia.ge
მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.
7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.
გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.
სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.
მშვიდობით მამა…
Genia.Ge
ტანკები – „ეპიზოდი”
პირველ მსოფლიო ომში მიმდინარე ბრძოლებში პირველად იქნენ მასიურად ჩართულნი ინოვაციური მუხლუხოებიანი საბრძოლო ჯავშანმანქანები – ტანკები.
ამონარიდები სუნ ძის ძველი ჩინური სამხედრო ტრაქტატიდან – „ომის ხელოვნება”
„ომი – ეს არის დიდი საქმე სახელმწიფოსათვის, ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის საფუძველი, ეს არის გზა არსებობისა და გზა დაღუპვის. ეს უნდა გავაცნობიეროთ”.
“ბირთვული ჩემოდანი”
“ბირთვული ჩემოდანი” – წარმოადგენს სპეციალურ ჩემოდანს,რომელშიც განთავსებული მოწყობილობები და ინფორმაცია უზრუნველყოფს ბირთვული არსენალის მქონე ქვეყნის მეთაურის უსწრაფეს შესაძლებლობას გასცეს ავადსახსენებელი ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება.
ლეანტოფორა – (ანტიკური ხანის უდიდესი ხომალდი)
ანტიკურ ხანაში შავი ზღვის აკვატორიაში უამრავი ისეთი ხომალდი დაცურავდა,რომლებიც თანამედროვე ხომალდებზე რამდენჯერმე დიდიც კი იყო. ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში ძველ ბერძნულ კოლონიაში – ჰერაკლიუმში განთავსებული გახლდათ ბერძენთა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო ფლოტი;
T13 Beano – “ეპიზოდი”
T13 Beano – წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატების “სტრატეგიული მართვის სამსახურის” მიერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შემუშავებულ ექსპერიმენტალურ ხელყუმბარას,რომელთაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ამერიკული ფოტოტექნიკის მწარმოებელი კომპანია – Eastman Kodak-ი აწარმოებდა.
მსოფლიო ისტორიაში პირველი საჰაერო დაზვერვა…
1794 წლის 26 ივნისს ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიაზე გაიმართა ერთ-ერთი გადამწყვეტი – “ფლერიუსის ბრძოლა” საფრანგეთის რევოლუციურ არმიასა და ავსტრია-ნიდერლანდების კოალიციურ არმიებს შორის.
“პოტსდამელი გოლიათები”
პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და ბრანდებურგის კურფიურსტი – ფრიდრიხ ვილჰელმ I (1688-1740 წლები),რომელსაც ზედსახელად – “ჯარისკაცთა მეფეს” უწოდებდნენ,მთელი თავისი 27 წლიანი მმართველობის განმავლობაში ცდილობდა ჩამოეყალიბებინა განსაკუთრებული და ელიტური სამხედრო ქვედანაყოფი (პირადი გვარდია).
“საკონდიტრო ომი”
“საკონდიტრო ომი” – ამ უცნაური სახელწოდებით შევიდა მსოფლიო ისტორიაში საფრანგეთის არმიის პირველი ინტერვენცია მექსიკაში. 1838 წელს ერთ-ერთმა ფრანგმა კონდიტერმა რომენტალმა,საფრანგეთის უკანასკნელ მეფეს ლუი ფილიპე I-ს (1773-1850 წლები) მიმართა თხოვნით,რათა დაეცვა მისი,როგორც ფრანგი მოქალაქის შელახული საკუთრების უფლება ქაოსით მოცულ მექსიკის ტერიტორიაზე.
“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბი” – (ეპიზოდი)
“ტანკსაწინააღმდეგო ზღარბის” კონსტრუქცია თავდაპირველად შემუშავებული იქნა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში და მას – “ჩეხური ზღარბი” ეწოდა.