მსოფლიო ისტორიაში პირველი საჰაერო დაზვერვა…
1794 წლის 26 ივნისს ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიაზე გაიმართა ერთ-ერთი გადამწყვეტი – “ფლერიუსის ბრძოლა” საფრანგეთის რევოლუციურ არმიასა და ავსტრია-ნიდერლანდების კოალიციურ არმიებს შორის.აღნიშნულმა ბრძოლამ ჩემი ყურადღება განსაკუთრებით იმიტომ მიიპყრო,რომ სწორედ ამ ბრძოლაში იქნა გამოყენებული სადაზვერვო მიზნებისათვის – საჰაერო ბურთი (აეროსტატი),სახელწოდებით – “l’entreprenant”-ი,რომელმაც განაპირობა კიდეც ფრანგული არმიის წარმატება. (ავტორი გენია.ჯი) აეროსტატების ბატალიონი ფრანგულ არმიაში – “ფლეიუსის ბრძოლამდე” ორი თვით ადრე ჩამოყალიბდა საფრანგეთის კონვენტის დეკრეტის საფუძველზე და მისი მეთაურები გახლდნენ ფრანგული არმიის კაპიტანი – ჟან-მარი-ჟოზეფ კუტელი.ბრძოლის მიმდინარეობისას,ჟან-მარი-ჟოზეფი და ბრიგადის გენერალი – ანტონინ მორლო მთელი ხუთი საათის განმავლობაში ზვერავდნენ (200 მეტრი სიმაღლიდან) აეროსტატის საშუალებით მოწინააღმდეგის პოზიციებსა და მათი არმიის გადაადგილებას.საჰაერო დაზვერვიდან მიღებულ ინფორმაციებს კი ისინი თავიანთ ქვედანაყოფებს მძიმე საგნებით დამძიმებული წერილებით უყრიდნენ.ეს ინფორმაციები შემდგომ თავს იყრიდა საფრანგეთის არმიის მეთაურთან და მარშალთან – ჟან-ბატისტ ჟურდანთან,რომელიც თავის მხრივ ოპერატიულად მიწოდებული საჰაერო დაზვერვის მონაცემებს ერთობ ეფექტურად იყენებდა.საბოლოო ჯამში,როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,საფრანგეთის არმიის ბრწყინვალე გამარჯვებაში,მსოფლიო ისტორიაში პირველმა საჰაერო დაზვერვამ უდიდესი წვლილი დაიდო. (ავტორი გენია.ჯი)