Category Archives: სხვა
მამას…
მოგესალმებათ Genia.ge
მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.
7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.
გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.
სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.
მშვიდობით მამა…
Genia.Ge
ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რატომ, რისთვის იღწვის ადამიანი? რატომ არ ჯერდება ღვთის ბოძებულს? იბრძვის, ჯახირობს, უკეთესი და უკეთესი ცხოვრებისაკენ იქაჩება.
ჯეინ ოსტინი წერდა…
„სრულყოფილი ქალი მიღებულ სტანდარტებს არა მარტო უნდა აკმაყოფილებდეს, არამედ კიდეც აღემატებოდეს.
სომერსეტ მოემი წერდა…
„არა მგონია წარსული საუკუნეების ადამიანები ჩვენი დროის ადამიანთაგან განსხვავდებოდნენ: ძუნწი მუდამ ძუნწობდა, პეწენიკი მუდამ პეწენიკობდა და ღორმუცელა კი მუდამ ღორმუცელა იყო”.
ალექსანდრე გრიბოედოვი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ სპარსეთის დედაქალაქ თეირანში მოკლული რუსი დიპლომატი, პროზაიკოსი და აღმოსავლეთმცოდნე – ალექსანდრე გრიბოედოვი მთაწმინდაზე არსებულ მამადავითის ეკლესიაში დაეკრძალათ,
დავით გურამიშვილი – „ეპიზოდი”
1705 წლის ერთ მშვენიერ დღეს გორისუბნად წოდებული საგურამოს ზედა ნაწილი ახლად დაბადებული ჩვილის გამყინავმა ტირილმა „შეაფხიზლა”.
ჰაინრიხ ბიოლი წერდა…
„არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი საუკეთესო ამქვეყნად მათი წილხვედრია”.
ლევ ტოლსტოი წერდა…
„ჩემს თავზე ვიტყვი, რომ შემხვედრია ისეთი ხალხი, ვისაც ჩემზე უფრო ჭკვიანად ვთვლიდი!”