დავით გურამიშვილი – „ეპიზოდი”
1705 წლის ერთ მშვენიერ დღეს გორისუბნად წოდებული საგურამოს ზედა ნაწილი ახლად დაბადებული ჩვილის გამყინავმა ტირილმა „შეაფხიზლა”. ყრმას იმთავითვე საკმაოდ ძლიერი ხმა დაჰყოლია და სწორედ იმ ხმით უმცნია ქვეყნიერებისათვის თავისი მოვლინება. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, სიჭარმაგეში შესული გენიალური ქართველი პოეტი და გულმხურვალე მამულიშვილი – დავით გურამიშვილი აღნიშნულის თაობაზე ამბობდა:
„ან კი რა შემეძლო, რომ არ მეტირა და მეჭყივლა. ჩემს ამქვეყნად მოსვლას ხომ ბუკის დაკვრით, მალემსრბოლებითა და ნაღარით ვერ შევატყობინებდი დუნიას. რაც იმჟამად დახსნის ძალი მქონდა, ის გამოვიყენე, ჭყივილით გავაყრუე ყველანი, ჩემი გაჩენით თურმე ბევრი ძალიან გავახარე, უფრო მეტი სიხარული მომავალ თაობებს შემოვუნახე, ბევრნი თურმე მაშინვე, ჯერ კიდევ ყრმამ მარტო იმით დავმდუღრე და დავანაღვლიანე, რომ დედაჩემს მესამე ვაჟიშვილი გავუჩნდი და, რაკი მამრი ვიყავი, მოშურნეებს, ეტყობა, გონებაში ცუდმა აზრმა გაუსრიალათ – ვაჟკაცად გაიზრდება და მამას მხარში მალე ამოუდგებაო. ეს ფიქრები მერმინდელი ამბებია, თორემ მინდა გულწრფელად დამიჯეროთ, რომ მაშინ შურსა, მტრობასა და სიყვარულზე არა ვიცოდი რა”. – (ავტორი გენია.ჯი)