Category Archives: საოცარი სამყარო

მამას…

მოგესალმებათ Genia.ge

მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.

7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.

გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.

სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.

მშვიდობით მამა…

Genia.Ge

მეტეორიტული კრატერი „სიცხის ვაკე” – (ეპიზოდი)

მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა – მერკურიზე განთავსებული მეტეორიტული კრატერი,სახელწოდებით – „სიცხის ვაკე”,არა მხოლოდ პლანეტა მერკურიზე არსებული ყველაზე დიდი მეტეორიტული კრატერია,არამედ მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს მეტეორიტულ კრატერსაც (აუზსაც) წარმოადგენს.

კელენკენი

კელენკენი – წარმოადგენს ფორორაციდისებრნთა ოჯახის გადაშენებულ გიგანტურ მტაცებელ არამფრენ ფრინველს,რომელიც გავრცელებული გახლდათ ნეოგენური პერიოდის – მიოცენის ეპოქაში თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე.კერძოდ კი – პატაგონიის გეოგრაფიულ რეგიონში.

პროციონის შესახებ…

პროციონი – წარმოადგენს პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა და ღამის ცის ერთ-ერთ ყველაზე მანათობელ ორმაგ ვარსკვლავს (პროციონი A და პროციონი B),რომელიც თავის მხრივ,ცის ეკვატორული ნაწილის – „ზამთრის სამკუთხედის” მწვერვალია ბეთელჰეიზესა და სირიუსის ვარსკვლავებთან ერთად.

სედნას შესახებ…

სედნა (90377) – წარმოადგენს იმ  საიდუმლოებებით მოცულ  ტრანსნეპტუნურ ობიექტს,რომელიც მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ასტეროიდად არის მიჩნეული.

ეოტირანი

ეოტირანი – წარმოადგენდა ტირანოზავრთა ოჯახის წარმომადგენელ მტაცებელ დინოზავრს.მისი სახელწოდება ლათინური ენიდან ითარგმნება,როგორც – “ადრეული ტირანი”.

მაადიმის კანიონი

მაადიმის კანიონი (მაადიმი,ივრითიდან თარგმანით – მარსს აღნიშნავს) - წარმოადგენს “წითელ პლანეტად” წოდებული მზის სისტემის სიდიდით მეოთხე პლანეტა – მარსზე (მაადიმის ხეობაში) განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს კანიონს .

არსიას მთა

არსიას მთა – წარმოადგენს პლანეტა მარსზე განთავსებულ (რეგიონი თარსიდა) ჩამქრალ ფარისებრ ვულკანს,რომლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს მზის სისტემის ყველაზე დიდი მთა – ოლიმპი.

ვულკანოდონი

ვულკანოდონი – წარმოადგენდა ზაუროპოდების ინფრაჯგუფის დინოზავრების სახეობას,რომლის სახელწოდება ლათინური ენიდან ითრგმნება,როგორც – “ვულკანის კბილი”.

კეპლერ – 10 c

კეპლერ – 10 c – წარმოადგენს გველეშაპის თანავარსკვლავედში (პოლუსის მახლობელი თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე) არსებულ ეკზოპლანეტას,რომელსაც ასტრონომები – “სუპერმიწათა” (პლანეტების კლასი,რომელთა მასა აღემატება დედამიწის მასას,თუმცა გაცილებით ნაკლები მასისანი არიან,ვიდრე გაზის გიგანტები) კლასს მიაკუთვნებენ.