სედნას შესახებ…
სედნა (90377) – წარმოადგენს იმ საიდუმლოებებით მოცულ ტრანსნეპტუნურ ობიექტს,რომელიც მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს ასტეროიდად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) სედნა განთავსებულია კოიპერის სარტყელში.იგი აღმოჩენილი იქნა 2003 წელს ამერიკელი ასტრონომების – მაიკლ ბრაუნის,ჩედვიკ ტრუხილიოსა და დევიდ რაბინოვიჩის მიერ.თავისი სახელწოდება აღნიშნულმა ასტეროიდმა მიიღო ესკიმოსების მითოლოგიის მიხედვით ზღვის ცხოველების ღვთაების – სედნას მიხედვით.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სედნა მზის სისტემის ყველაზე წითელ ობიექტს წარმოადგენს და იმაზე კაშკაშა წითელი ფერითაც კი გამოირჩევა,ვიდრე “წითელ პლანეტად” წოდებული – მარსია.იმის დადგენა თუ რატომ გახლავთ სედნა მზის სისტემის ყველაზე წითელი ობიექტი,სამწუხაროდ,ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.მზის გარშემო სრულ შემოვლას ჩვენი გალაქტიკის უდიდესი ასტეროიდი 10 ათას წელიწადს ანდომებს.რიგი მეცნიერების მოსაზრებით,სედნა მზის გალაქტიკაში სხვა ვარსკვლავთა სისტემიდან შემოვიდა.ამის მიზეზად კი ასტრონომები ერთ-ერთი კოსმოსური ობიექტის მიერ გამოწვეულ გრავიტაციულ მიზიდულობას ასახელებენ.არსებობს ვერსია,რომ სედნა მზის სიტემაში ამავე სისტემის უკიდურეს მოსაზღვრე ნაწილში განთავსებული ნიბირუს პლანეტის გრავიტაციის შედეგად მოხვდა,თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არ გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი)