Category Archives: მეცნიერება

მამას…

მოგესალმებათ Genia.ge

მინდა გაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ რომელიც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს.

7 ოქტომბერს გარდაიცვალა საიტის სულის ჩამდგმელი (გელა გეგეშიძე). ადამიანი რომელმაც განათავსა ყველა ინფორმაცია ვებ-გვერდზე, მხოლოდ მისი დაწერილია საიტზე არსებული ყველა პოსტი. მისთვის აქაურობა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საუნჯე იყო და მთელი მისი შეგნებული ეს საქმე ემსახურებოდა სხვა ადამიანების დახმარებას, ვისაც განათლების და ცოდნის გაღრმავების სურვილი ჰქონდა.

გადავწყვიტე ეს საიტი მის მარადიულ ხსოვნას შევუნახო და დავტოვო ხელუხლებელი, რადგან ეს დიდი წიგნი რომელიც მან დაწერა, იყოს შემონახული როგორც მისი სული აქ ჩვენს სამყაროში.

სამწუხაროდ ამიერიდან აღარ დაიდება პოსტი Genia.ge-ზე.

მშვიდობით მამა…

Genia.Ge

კლარენს მედისონ დალი – „რადიაციის პირველი მსხვერპლი ისტორიაში”

საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში – ტომას ალვა ედისონი, თავის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად და თანაშემწედ შუშის ფორმირების მეთოდის ამერიკელ სპეციალისტს – კლარენს მედისონ დალის (1862-1904 წლები) მიიჩნევდა.

პარაცელსუსი – „ეპიზოდი”

პარაცელსუსად წოდებული იატროქიმიის ერთ-ერთი უდიდესი შვეიცარიელი ფუძემდებელი და მრავალი ავტორის მიერ „ავანტურისტ მედიკოსად” მოხსენიებული - ფილიპუს ავრელიუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი (1493-1541 წლები),

ქიმია – „ეპიზოდი”

აღმოჩენილი ქიმიური ელემენტების რაოდენობის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ამ საკითხში ერთგვარ „რეკორდსმენს” წარმოადგენს XVIII საუკუნეში მოღვაწე გენიალური შვედი ქიმიკოსი და ფარმაცევტი – კარლ ვილჰელმ შეელე,

ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”

ალბერტ აინშტაინმა თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, მთლიანობაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა ფიზიკას.

ჯოსელინ ბელ ბერნელი – „ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ჩრდილოეთ ირლანდიელი ასტროფიზიკოსი ქალი - ჯოსელინ ბელ ბერნელი, ვინაც პულსარები ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს აღმოაჩინა,

ასტროლოგია – „ეპიზოდი”

ეგზომ პოპულარული და საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ფსევდომეცნიერება, როგორიც გახლავთ – ასტროლოგია, კაცობრიობას უძველესი ეპოქებიდან იტაცებდა.

ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”

ბრწყინვალე მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული დიდი ფრანგი მხედართმთავარი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები) იმთავითვე დიდ დროსა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტექნიკურ და ზუსტ მეცნიერებებს.

ევარისტ გალუა – „ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მათემატიკოსი და თანამედროვე უმაღლესი ალგებრის ფუძემდებელი - ევარისტ გალუა (1811-1832 წლები) სულ რაღაც ცხრამეტიოდე წლის ასაკში დაკავდა ლექციების კითხვით ალგებრაში.

სესილია პეინ-გაპოშკინა – „ეპიზოდი”

ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ქალი – სესილია პეინ-გაპოშკინა (1900-1979 წლები) ბავშვობიდანვე გახლდათ გატაცებული ასტრონომიით.