სესილია პეინ-გაპოშკინა – „ეპიზოდი”
ინგლისური წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ქალი – სესილია პეინ-გაპოშკინა (1900-1979 წლები) ბავშვობიდანვე გახლდათ გატაცებული ასტრონომიით. ოჯახს არ სურდა, რომ იგი აღნიშნული მეცნიერებით დაკავებულიყო, რის გამოც კემბრიჯის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებაზე მომავალ მეცნიერს უარი ეთქვა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, სესილიამ კემბრიჯში სწავლა მაინც განაგრძო მის მიერვე მოპოვებული სტიპენდიის წყალობით. მას შემდეგ, რაც სწავლის სრული კურსი გაიარა, აღმოაჩინა, რომ დიპლომს ვერ ეღირსებოდა, რადგან იმ პერიოდის დიდ ბრიტანეთში „სუსტი სქესის” წარმომადგენლებზე უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციები დიპლომებს არ გასცემდნენ. სწორედ ამის შემდგომ გაემგზავრა იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰარვარდის უნუვერსიტეტის ბაზაზე არსებულ ობსერვატორიაში დასაქმდა. მუშაობის პროცესში სესილიამ პირველმა აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები ჰელიუმისა და წყალბადისაგან შედგებოდნენ. თავისი ახალი აღმოჩენის შესახებ გაკეთებული სამეცნიერო ნაშრომი მან ცნობილ ამერიკელ ასტროფიზიკოსს – ჰენრი ნორის რასელს გააცნო. ამ უკანასკნელმა ქალი დაარწმუნა, რომ აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნება არ ღირდა, რადგან მეცნიერთა წრეში დაცინვის მეტს არაფერს გამოიწვევდა. სამაგიეროდ, სულ რაღაც ოთხიოდე წლის გასვლის შემდეგ, ჰენრი პლაგიატის გზას დაადგა და თავისი სახელით გამოაქვეყნა სესილიას ნამუშევარი. შედეგად, ყველა ის დაფნის გვირგვინები, რომელიც წესითა და რიგით პეინ-გაპოშკინას უნდა ხვდომოდა წილად, ნორისს ერგო.
ბედის მწარე ირონია ამ ისტორიაში იმაში მდგომარეობს, რომ გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე, სესილიას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ასტროფიზიკოსს, მისივე ნაშრომის პლაგიატორად ქცეული „ჰენრი ნორისის სახელობის პრემია” გადაეცა ჯილდოდ. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი ნორის რასელი