Genia.Ge-ს შესახებ…
მოგესალმებათ Genia.Ge! საიტი დაარსებულია 2012 წლის 3 იანვარს. მისი მიზანია (სხვა ქართული საგანმანათლებლო საიტების მსგავსად) შეძლებისდაგვარად დაეხმაროს განათლების მიღების მსურველ ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანს. თანამედროვე საქართველოში, ”ჩვენდა საუბედუროდ”, განათლების დაუფლების მსურველთა რიცხვი ერთობ დაეცა. თვალი რომ გადავავლოთ ქართულ საგანმანათლებლო საიტებს, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ საიტს (ჩვენი საიტის ჩათვლით), ყოველდღიურად, – 1 000 მკითხველიც კი სანატრელი ჰყავს (სამწუხაროდ, ასეთივე სავალალო დამოკიდებულებაა წიგნების მიმართაც. რიგი შესანიშნავი წიგნების სერიების გამოცემა, დაინტერესებული მკითხველის არ არსებობისა და წიგნების ძალიან მაღალი ფასების გამო, გამომცემლებმა შეაჩერეს). მიუხედავად ამისა, Genia.Ge იმედს არ კარგავს, რომ – შოთას, იაკობ ცურტაველის, ლეონტი მროველის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის, იაკობ გოგებაშვილის, ილიას, ვაჟას, ბესიკის, აკაკის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ჯავახიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, დიმიტრი უზნაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, სულხან-საბას, ვახუშტი ბატონიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, გალაკტიონის, დავით კლდიაშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდაძის, მერაბ მამარდაშვილის, ილია ვეკუას, ანდრია რაზმაძის, მუხრან მაჭავარიანის, ნოდარ დუმბაძის, თენგიზ აბულაძის, გურამ დოჩანაშვილისა და სხვა უამრავ ქართველ გენიოსთა სამშობლოში, კვლავაც იფეთქებს ინტერესი განათლების დაუფლება-გაღრმავებისადმი.
ჩვენს საიტზე თქვენ გაეცნობით უამრავ უცნობ და საინტერესო (ისტორიულ, გეოგრაფიულ, ბიოგრაფიულ, შემეცნებით და სხვა) ფაქტებს. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ინტერესს ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილებთ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, მოგვმართოთ ამა თუ იმ თემის გამოქვეყნების თხოვნით, რასაც ჩვენ მთელი გულისყურით მოვეკიდებით. მადლობას მოგახსენებთ თითოეულ დაინტერესებულ სტუმარს საიტზე შემობრძანებისთვის და განსაკუთრებით იმათ, ვინც Genia.Ge-ს ერთგული მკითხველია წლების განმავლობაში. - Genia.Ge