ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ალბერტ აინშტაინმა თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, მთლიანობაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა ფიზიკას. გარდა ამისა, იგი ავტორია უამრავი სტატიისა, რომლებიც განეკუთვნებოდა ფილოსოფიას, ისტორიასა და პუბლიცისტიკას. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე ნაყოფიერი წელი ამ გენიალურ სწავლულს მაინც 1905 წელს დაუდგა. მაშინ მომავალმა ნობელიანტმა მეცნიერმა ოთხი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომი დაწერა და წარუდგინა საზოგადოებას. ეს ისეთი მნიშვნელობის ნაშრომები გახლდათ, რომლებმაც მოგვიანებით სრულიად შეცვალა კაცობრიობის წარმოდგენები სამყაროს შესახებ.
1905 წლის მარტის თვეში ალბერტი შემოვიდა წინადადებით, რომ სინათლე კვანტებისაგან შედგებოდა, რის გამოც 26 წლის ასაკში მყოფი ფიზიკოსი კოლეგებისაგან საშინელი დაცინვის ობიექტი გახდა. სამეცნიერო საზოგადოებამ აინშტაინის ჰიპოთეზა მხოლოდ 16 წლის შემდეგ მიიღო სარწმუნო ინფორმაციად და დააჯილდოვა კიდეც იგი ნობელის პრესტიჟული პრემიით; იმავე წლის მაისში მან სკეპტიკოსებს დაუმტკიცა, რომ ატომები მართლაც არსებობდნენ ბუნებაში; ივნისის თვეში მეცნიერმა „ფარდობითობის თეორია” დაამტკიცა, რომელაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში, ოღონდ მისი შემუშავებიდან 19 წლის გასვლის შემდეგ; 1905 წლის სექტემბრის თვეში კი ამ გენიალურმა კაცმა შეიმუშავა დღეისათვის ეგზომ ცნობადი და პოპულარული ფიზიკური კონცეფცია, დამატება „ფარდობითობის თეორიისა” – „E=mc2″. – (ავტორი გენია.ჯი)