ქიმია – „ეპიზოდი”
აღმოჩენილი ქიმიური ელემენტების რაოდენობის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ამ საკითხში ერთგვარ „რეკორდსმენს” წარმოადგენს XVIII საუკუნეში მოღვაწე გენიალური შვედი ქიმიკოსი და ფარმაცევტი – კარლ ვილჰელმ შეელე, ვინაც თავის დროზე უამრავი არაორგანული და ორგანული ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რომ ამ დიდებული მეცნიერის წყალობით გაიგო კაცობრიობამ – ჟანგბადის, ფტორის, ქლორის, მანგანუმის, მოლიბდენის, გლიცერინისა და ვოლფრამის არსებობა. გარდა ამისა, მის სახელთან ასევე ასოცირდება – მჟაუნმჟავის, რძემჟავის, ღვინომჟავის, დარიშხანმჟავის, ბარიუმის ჟანგისა და სხვა ქიმიურ ნივთიერებათა აღმოჩენები.
შეელეს კვალში უდგას მისი ორი თანამემამულე კოლეგა – იაკობ ბერცელიუსი და კარლ მოსანდერი, დიდი ინგლისელი ქიმიკოსი – ჰემფრი დევი და სახელგანთქმული ფრანგი მეცნიერი – პოლ ლეკოკ დე ბუაბოდრანი. თითოეულმა მათგანმა ამ ოთხეულიდან ოთხ-ოთხი ქიმიური ელემენტი აღმოაჩინეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ზემოთ მოხსენიებეული სწავლულების ანგარიშზე საერთო ჯამში, დღემდე აღმოჩენილ ქიმიურ ელემენტთა 1/4 მოდის. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ ვილჰელმ შეელე