ასტროლოგია – „ეპიზოდი”
ეგზომ პოპულარული და საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ფსევდომეცნიერება, როგორიც გახლავთ – ასტროლოგია, კაცობრიობას უძველესი ეპოქებიდან იტაცებდა. რიგი მეცნიერები იმასაც კი ვარაუდობენ, ასტროლოგიის მიმართ ინტერესი ადამიანებს ჯერ კიდევ „მუსტიეურ ეპოქაში” (შუა პალეოლითი) ანუ დაახლოებით 40-100 წლის წინათ გაუჩნდათო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა კი, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, რომ ციურ სხეულებზე დაკვირვება მესოპოტამიელმა სწავლულებმა დაიწყეს 5 000 წლის წინათ. მიზანი მათი ციურ სხეულებზე დაკვირვებისა ერთობ საყურადღებო და მნიშვნელოვანი გახლდათ იმ ეპოქის ადამიანებისათვის: მესოპოტამიელი სწავლულები ამ გზით ცდილობდნენ შესაფერისი და საუკეთესო პერიოდი შეერჩიათ სოფლის სამეურნეო სამუშაოებისათვის.
დროის დინებამ ასტროლოგიის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი მსოფლიო მასშტაბით – ინდოეთი, ეგვიპტე, ელადა, ძველი რომი… და რაც უფრო ვრცელდებოდა იგი, მით უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდებოდა საზოგადოებისათვის, რასაც უამრავი გარემოება ადასტურებს. ასე მაგალითად: ასტროლოგთა მომსახურეობითა და რჩევებით სარგებლობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი და მისი მეუღლე ნენსი რეიგანი. თუმცა პოლიტიკოსების გარდა, ასტროლოგიური ცოდნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც. ამიტომაც მიმართავდა ხშირად „დედამიწაზე ღმერთის მოადგილედ” წოდებული რიგი რომის პაპებისა ასტროლოგებს რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს რჩევის საკითხავად.
ასტროლოგიით ფართოდ სარგებლობდნენ ასევე მონარქები და არისტოკრატები, რომელთაგანაც ზოგიერთი ასტროლოგებისაგან პირადი ჰოროსკოპების შედგენასაც კი მოითხოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია ფსევდომეცნიერებად არის მიჩნეული და მას სწავლულთა დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს, იგი მაინც არ კარგავს თავის აქტუალურობას, რასაც ისიც მოწმობს, რომ ინდოეთის 35 სხავადასხვა უმაღლეს სასწავლებელში დღემდე ოფიციალური შესწავლის საგანს წარმოადგენს – ვედური ასტროლოგია.
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ ასტროლოგიის საერთაშორისო დღე – 20 მარტია. – (ავტორი გენია.ჯი)