ევარისტ გალუა – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მათემატიკოსი და თანამედროვე უმაღლესი ალგებრის ფუძემდებელი - ევარისტ გალუა (1811-1832 წლები) სულ რაღაც ცხრამეტიოდე წლის ასაკში დაკავდა ლექციების კითხვით ალგებრაში. „ნორმალური სკოლის” ყოფილი სტუდენტის მიერ გამართულ პირველ ლექციას ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. (ავტორი გენია.ჯი) იგი არ ელოდა, რომ ასე ბევრი ხალხი მოიყრიდა თავს აუდიტორიაში მის პირველსავე ლექციაზე. ამ უცნაური ახალგაზრდა კაცის ერთობ რთულად გასაგებმა შესავალმა სიტყვამ, რომელიც დიდი მეცნიერივით წარმოთქვა, მსმენელები უკიდურესად განაცვიფრა. თუმცა-კი, მათ ბევრი ვერაფერი გაიგეს გალუას შესავალი სიტყვიდან. ისინი ვერ გაერკვნენ, ევარისტი შეშლილი იყო თუ გენიოსი. და რაკი ვერაფერი ვერ გაიგეს მისი ნალაპარაკევიდან, დაასკვნეს, რომ ლექტორმა თვითონაც არ იცოდა კარგად, რას ლაპარაკობდა.
შედეგად, ამ უდიადესი მათემატიკოსის მეორე ლექციას მხოლოდ ათი კაცი დაესწრო, მესამეს – ოთხი. და ეს იყო მისი უკანასკნელი ლექცია ცხოვრებაში. – (ავტორი გენია.ჯი)