კლარენს მედისონ დალი – „რადიაციის პირველი მსხვერპლი ისტორიაში”

საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ელექტრიფიკაციის სფეროში – ტომას ალვა ედისონი, თავის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად და თანაშემწედ შუშის ფორმირების მეთოდის ამერიკელ სპეციალისტს – კლარენს მედისონ დალის (1862-1904 წლები) მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) ეს უკანასკნელი ხშირად უკეთებდა დემონსტრირებას ედისონის მიერ ახლად გამოგონებულ რენტგენის აპარატს. იმ პერიოდში კაცობრიობისათვის ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი ისეთი საშინელი გამოსხივების შესახებ, როგორიც გახლავთ – რადიაცია. შედეგად, არც ტომასისა და არც კლარენსისათვის საერთოდ არაფერი გახლდათ ცნობილი რადიაციისაგან მოსალოდნელ მავნე ზეგავლენებზე. აღნიშნული გარემოების გამო, ისინი არც უსაფრთხოების არანაირ ზომებს არ იცავდნენ. ცდების ჩატარებიდან რამდენიმე ხანში, კლარენსს სახესა და ხელებზე კანის მასიური აქერცვლა დაეწყო. მალე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც მედიკოსები იძულებულნი გახდნენ მედისონისათვის მარცხენა ხელი მაჯაში, ხოლო მარჯვენა ხელზე თითები მოეკვეთათ. უკანასკნელ ძალისხმევას ექიმებმა კლარენსის გადასარჩენად მაშინ მიმართეს, როდესაც მას მარჯვენა ხელის ამპუტაციაც გაუკეთეს. მიუხედავად ამისა, რადიაციისაგან გამოწვეული კიბოს საშინელი სენის განვითარება პაციენტის ორგანიზმში მაინც ვერ მოახერხეს, რის გამოც კლარენს მედისონ დალი 1904 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში იგი იქცა იმ პირველ ადამიანად, ვინაც რადიაციამ იმსხვერპლა.

საუკეთესო თანაშემწის სიკვდილის შემდგომ ედისონმა საბოლოოდ განაცხადა უარი რენტგენული სხივების კვლევების ჩატარებაზე. და როდესაც მას ჰკითხეს, რატომ აღარ ატარებდა ექსპერიმენტებს რენტგენულ სხივებზე, შემკრთალმა სწავლულმა ასეთი პასუხი დაუბრუნა ცნობისმოყვარეებს – „არასოდეს, გესმით, არასოდეს არ დამელაპარაკოთ რენტგენის სხივების შესახებ. მე ძალიან მეშინია მათი”. – (ავტორი გენია.ჯი)


რადიაციისაგან დასახიჩრებული კლარენს მედისონ დალის ხელები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>