ჯოსელინ ბელ ბერნელი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ჩრდილოეთ ირლანდიელი ასტროფიზიკოსი ქალი - ჯოსელინ ბელ ბერნელი, ვინაც პულსარები ჯერ კიდევ სტუდენტობის ჟამს აღმოაჩინა, იმთავითვე „თვითმარქვიას სინდრომით” გახლდათ შეპყრობილი (ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია საკუთარი მიღწევები თავისივე შესაძლებლობებს მიაწეროს). (ავტორი გენია.ჯი) სტუდენტობის პერიოდში ამას სხვა გართულებაც, უფრო სწორად რომ ვთქვათ – ფობიაც დაემატა თან. ბრწყინვალე საგანმანათლებლო მოსწრების მქონე სტუდენტს რატომღაც აეკვიატა საშინელი შიში იმისა, რომ კოლეჯიდან გარიცხავდნენ უთუოდ. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ აღნიშნული ფობია გახდა საფუძველი მის მიერ პულსარების აღმოჩენისა ეგზომ ახალგაზრდულ ასაკში, რასაც ასტროფიზიკოსი ქალის გაკეთებული განცხადებაც მოწმობს: „ჩემი ფობიიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ სანამ კოლეჯიდან გამაგდებდნენ, მანამ მომესწრო და მეწარმოებინა მთელი ჩემი ძალისხმევით მეცნიერული მუშაობა”. სწორედ რომ მის მიერ გაღებული მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად აღმოაჩინა ჯერ კიდევ ყმაწვილქალმა ბერნელმა პულსარები, რამაც საბოლოო ჯამში, მას ნობელის პრესტიჟული პრემია მოუტანა ფიზიკის დარგში. – (ავტორი გენია.ჯი)