პროციონის შესახებ…
პროციონი – წარმოადგენს პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა და ღამის ცის ერთ-ერთ ყველაზე მანათობელ ორმაგ ვარსკვლავს (პროციონი A და პროციონი B),რომელიც თავის მხრივ,ცის ეკვატორული ნაწილის – „ზამთრის სამკუთხედის” მწვერვალია ბეთელჰეიზესა და სირიუსის ვარსკვლავებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) მისი არსებობა სირიუსის ვარსკვლავის მსგავსად,უძველეს ეპოქებშივე იყო ცნობილი ადამიანებისთვის,რასაც მრავალი ბაბილონური და ძველ ეგვიპტური დოკუმენტიც მოწმობს.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ პროციონი დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ვარსკვლავია.იგი მზის სისტემიდან 11,41 სინათლის წლით არის დაშორებული.გარდა ამისა,პროციონი მცირეოდენი ზომით აღემატება მზეს,თუმცა კი მასზე 7,5-ჯერ უფრო კაშკაშაა. – (ავტორი გენია.ჯი)
ასტერიზმი (ვარსკვლავების მიერ შედგენილი მოხაზულობა,რომელიც დედამიწის ღამის ციდან დაიმზირება) – „ზამთრის სამკუთხედი” (პროციონის,სირიუსისა და ბეთელჰეიზეს მწვერვალებით)