ნურალაგუსი – (გიგანტური მენორკული კურდღელი)
ნურალაგუსი (ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “გიგანტური მენორკული კურდღელი”) – წარმოადგენს გადაშენებული ძუძუმწოვარა ცხოველის სახეობას კურდღლისებრთა ოჯახისა.მათი გავრცელების უმთავრესი რეგიონი გახლდათ ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ბალეარის კუნძულების შემადგენლებოაში შემავალი კუნძულული – მენორკა. (ავტორი გენია.ჯი) ნურალაგუსები დედამიწაზე ნეოგოური პერიოდის ეპოქის დასასრულსა და დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქის – პლიოცენის დასაწყისში გაჩნდნენ (დაახლოებით 5-7 მილიონი წლის წინათ) და იარსებეს – პლიოცენის შუა ეპოქმადე.აღნიშნულ პერიოდში კუნძულები მენორკა და მალიორკა ერთ გაერთიანებულ მასივს წარმოადგენდნენ.ნურალაგუსის გავრცელების არეალში,ასევე ბინადრობდნენ დღეისათვის გადაშენებული წყვილჩლიქოსნების ძუძუმწოვარა ცხოველები – ბალეარული თხები.
იმ ნაშთებით,რაც პალეანთოლოგების მიერ იქნა აღმოჩენილი დგინდება,რომ გიგანტური მენორკული კურდღლის მაქსიმალური წონა 23 კილოგრამამდე იყო,ხოლო საშუალო – 12 კილოგრამამდე.თანამედროვე კურდღლის სახეობებისაგან განსხვავებით გააჩნდათ მოკლე ყურები,პატარა თვალები და მოკლე თათები.რაც მათ,ყველაზე მეტად განასხვავებდა თანამედროვე პერიოდის კურდღლებისაგან,გახლდათ მოუქნელი ხერხემალი.პალეანთოლოგის – ჟოზელ კინტანა კარდონას მონაცემების თანახმად,გიგანტური კურდღელს არ შეეძლო დიდ სიმაღლეზე და შორს გადახტომა,რაც დაკავშირებული გახლდათ არა მისი წონასთან,არამედ ხერხემალთან.ნურაგულუსი,ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურდღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ დედამიწაზე,რომელმაც დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა და საბოლოოდ გაქრა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)