ვულკანოდონი

ვულკანოდონი – წარმოადგენდა ზაუროპოდების ინფრაჯგუფის დინოზავრების სახეობას,რომლის სახელწოდება ლათინური ენიდან ითრგმნება,როგორც – “ვულკანის კბილი”.ისინი ბინადრობდნენ აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მდებარე ზიმბაბვეს რესპუბლიკაში,კარიბას წყალსაცავის მიდამოებში დაახლოებით 208-201 მილიონი წლის წინათ,ანუ მეზოური ჯგუფის რიგით მეორე სისტემის – იურული პერიოდის ადრეულ ეპოქაში.საინტერესოა ის გარემოება,რომ სწორედ ვულკანოდონები მიიჩნევიან ზაუროპოდების ინფრაჯგუფის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლებად დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) მათი სიგრძე 6,5 მეტრი გახლდათ,ხოლო სიმაღლით 1,9 მეტრი.თითოეული ეგზემპლარის საშუალო წონა 750 კილოგრამს შეადგენდა.თავის ტანთან შედარებით გააჩნდათ საკმაოდ გრძელი კისერი და კუდი.ვულკანოდონები ბალახისმწამელი დინოიზავრების რიგს განეკუთვნებოდნენ  და იკვბებოდნენ ფოთლებით,ბალახებით და რიგი მცენარეებით,რადგან მათ კბილებს არ ძალუძდათ საღეჭი ფუნქციის კარგად შესრულება.ვულკანოდორი თავდაპირველად აღწერილ იქნა 1972 წელს სამხრეთ აფრიკის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – “ვირვატერსრანდის უნივერსიტეტის” პროფესორისა და პალეონთოლოგის – მაიკლ რაატის მიერ.თუმცა მან ვულკანოდორის პირველი აღწერისას შეცდომა დაუშვა და ისინი პროზაუროპოდების ჯგუფს მიაკუთვნა.მოგვიანებით კი შეცდომა გამოასწორა და ისინი ზაუპოროდების ერთ-ერთ სახეობად აღიარა..საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მაიკლ რაატის მიერ აღმოჩენილი ვულკანოდონის ნაშთები ერთ-ერთი პირველი დინოზავრის ნაშთები გახლდათ,რომელიც ზიმბაბვეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი (ავტორი გენია.ჯი).

ვულკანოდონების გავრცელების არეალი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>