მაადიმის კანიონი
მაადიმის კანიონი (მაადიმი,ივრითიდან თარგმანით – მარსს აღნიშნავს) - წარმოადგენს “წითელ პლანეტად” წოდებული მზის სისტემის სიდიდით მეოთხე პლანეტა – მარსზე (მაადიმის ხეობაში) განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს კანიონს .საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული კანიონი,ამერიკის შეერთებულ შტატებში (არიზონას შტატში) მდებარე დედამიწაზე არსებულ ყველაზე დიდ კანიონზე – “კოლორადოს დიდ კანიონზე”,სიგრძითა და სიღრმით გაცილებით დიდია. (ავტორი გენია.ჯი) თუკი “კოლორადოს დიდი კანიონის” მაქსიმალური სიგრძე – 446 კილომეტრია,”მაადიმის კანიონის” სიგრძე – 700 კილომეტრს უტოლდება.თუკი “კოლორადოს დიდი კანიონის” მაქსიმალური სიღრმე – 1 800 მეტრია,”მაადამის კანიონის” სიღრმე – 2 000 მეტრს უტოლდება.ერთადერთი,რითაც დედამიწის ყველაზე დიდი კანიონი პლანეტა მარსის უდიდეს კანიონს აღემატება,გახლავთ მისი სიგანე.”კოლორადოს დიდი კანიონის” მაქსიმალური სიგანე – 29 კილომეტრია,ხოლო “მაადიმის კანიონის” სიგანე კი – 20 კილომეტრი.მეცნიერების ვარაუდით,იმ ადგილას,სადაც დღესდღეობით კანიონია განთავსებული,ოდესღაც ტბების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი არსებობდა,თუმცა დროთა განმავლობაში ისინი გაქრნენ.მიუხედავად ამისა,მაადიმის ხეობის საზღვრებზე მაინც არის შემორჩენილი მოკლე ვიწრო არხების ნაკვალევი.მაადიმის კანიონის გრუნტის წყლები ძირს უთხრიან და შლიან იქ განთავსებულ კლდეებს.კლდის ნამსხვრევები კი დროთა განმავლობაში ეროზიას განიცდიან და წვრილ ფრაგმენტებად იშლებიან. (ავტორი გენია.ჯი)
მაადიმის ხეობის ფონზე წარმოდგენილი “მაადიმის კანიონი”