კელენკენი
კელენკენი – წარმოადგენს ფორორაციდისებრნთა ოჯახის გადაშენებულ გიგანტურ მტაცებელ არამფრენ ფრინველს,რომელიც გავრცელებული გახლდათ ნეოგენური პერიოდის – მიოცენის ეპოქაში თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე.კერძოდ კი – პატაგონიის გეოგრაფიულ რეგიონში. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ მდინარე კოლორადოს სანაპიროებზე დაახლოებით 15 მილიონი წლის წინათ მობინადრე კელენკენები დღეისათვის ცნობილ ერთ-ერთ უდიდეს ფრინველებს წარმოადგენდნენ.მათი სიმაღლე საშუალოდ 3 მეტრს აღწევდა,სიგრძე – 2 მეტრსა და 30 სანტიმეტრს,ხოლო მასით კი – 230 კილოგრამამდე იწონიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ გიგანტური არამფრენი ფრინველის თავის ქალა ნისკარტის ჩათვლით – 71 სანტიმეტრს შეადგენდა.თავად ნისკარტი კი – 45,7 სანტიმეტრის სიგრძისა გააჩნდათ.
მეცნიერებისათვის ზუსტად უცნობია,თუ რა მეთოდით ნადირობდნენ ისინი,თუმცა ვარაუდობენ,რომ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი და მასიური თავის მქონე კელენკენები მსხვერპლის მოსანადირებლად იყენებდნენ მასიურ და მძლავრ ნისკარტებს,რომელთა რამდენიმე დარტყმაც კი სრულიად საკმარისი იყო მათ გასანადგურებლად.ნადირობაში ამ გიგანტებს ხელს უწყობდა არა მხოლოდ სისწრაფე,არამედ ერთობ მძლავრი და ბასწრი ბრჭყალების მქონე ფეხებიც.ზემოაღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე,ისინი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მობინადრე ისეთ მტაცებლებსაც კი უწევდნენ კონკურენციას,როგორებიც გახლდნენ – არგრნტავისები,საშინელი მგლები და უზარმაზარი ეშვებიანი კატები. – (ავტორი გენია.ჯი)