ეოტირანი
ეოტირანი – წარმოადგენდა ტირანოზავრთა ოჯახის წარმომადგენელ მტაცებელ დინოზავრს.მისი სახელწოდება ლათინური ენიდან ითარგმნება,როგორც – “ადრეული ტირანი”.ეოტირანები დედამიწაზე ბინადრობდნენ ცარცული სისტემის ეგრეთ წოდებულ ბარემიანის ეპოქაში,დაახლოებით 125-120 მილიონი წლის წინათ. (ავტორი გენია.ჯი) ისინი გავრცელებული იყვნენ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შემავალ ინგლისის ყველაზე დიდ კუნძულ – უაიტის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე.სპეციალისტთა მიერ აღმოჩენილი იქნა მოზარდი ეოტირანის თავის ქალის,ღერძული ჩონჩხის,მხრებისა და ფეხების ნაშთები. 2001 წლის დასაწყისში – დოქტორ ჰატის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ ეს სისხლით გაუმაძღარი დინოზავრი ერთობ პატარა სიმაღლის მქონე იყო (ადამიანის სტანდარტულ სიმაღლეზე დაბალი).მიუხედავად დაბალი სიმაღლისა,გააჩნდათ გრძელი და ძლიერი ფეხები,რომლებიც დიდ დახმარებას უწევდათ სწრაფად მოძრაობასა და მსხვერპლის ხელში ჩაგდებაში.ზედა კიდურები კი ქვედა კიდურებთან შედარებით განუვითარებელი ჰქონდათ.ეოტირანებს ასევე ჰქონდათ ბასრი კბილები და კარგად განვითარებვული კისრის მალები.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჯერ-ჯერობით ზრდასრული ეოტირანის ნაშთები აღმოჩენილი არ არის,რაც მეცნიერებს ავარაუდებს იმას,რომ ისინი გაცილებით დიდი ზომებისა იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)