არსიას მთა

არსიას მთა – წარმოადგენს პლანეტა მარსზე განთავსებულ (რეგიონი თარსიდა) ჩამქრალ ფარისებრ ვულკანს,რომლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს მზის სისტემის ყველაზე დიდი მთა – ოლიმპი.აღნიშნული ვულკანი სხვა დანარჩენ ორ ვულკანთან ერთად პლანეტა მარსის უკიდურეს სამხრეთ ნაწილშია წარმოდგენილი.აღნიშნული ვულკანის სახელწოდება ლეგენდარული ძველრომაული ტყის – არსია სილვას საპატივცემულოდ ეწოდა.მისი დიამეტრი დაახლოებით 435 კილომეტრს შეადგენს,ხოლო სიმაღლე კი 19 კილომეტრია.ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ორი კილომეტრით ჩამორჩება მზის სისტემის უდიდეს მთას – ოლიმპს. (ავტორი გენია.ჯი) ვულკანის კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული) სიგანით თითქმის 110 კილომეტრს უტოლდება.ატმოსფერული წნევა მწვერვალზე ხშირად 107 პასკალზე დაბლა ეშვება.

ყოველი წლის დასაწყისში სამხრეთ მარსიანული ზამთრისას,არსიაზე მეტად საინტერესო ბუნებრივი მოვლენები ვითარდება.ამ დროს მზის სხივები ვულკანის ფერდობებს ათბობენ,მაღლა იწევა ტემპერატურა,რასაც თან სდევს მცირე რაოდენობის ვულკანური მტვერის წარმოშობა.შედეგად ვულკანის კალდერაზე იზრდება ჰაერის ტემპერატურა და წარმოიქმნება მცირე ნალექები.თავის მხრივ ვულკანური მტვერი წარმოქმნის მჭიდრო ღრუბელს,რომელიც არსიას ვულკანის თავზე 15-30 კილომეტრის სიმაღლეზე არის აზვირთული.ვულკანის კალდერა ჩამოყალიბებულ იქნა მაგმის ამოფრქვევის შედეგად.საინტერესოა ისიც,რომ მის ფერდობებზე სხვადასხვა გეოლოგიური წარმონაქმნებიც მრავლად არის წარმოდგენილი.კოსმოსური თანამგზავრების დაკვირვების შედეგად 2007 წელს არსიას მთაზე აღმოჩენილი იქნა 7 გამოქვაბულის ჰიპოთეტური შესასვლელი,რომლებსაც მეცნიერებმა შემდეგი სახელები მიანიჭეს: დენა,ჰლოე,ვენდი,ენი,ები,ნიკი და ჯინი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვულკანი არსია პლანეტა მარსის სიდიდით მეორე ვულკანია,ოლიმპის შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>