მეტეორიტული კრატერი „სიცხის ვაკე” – (ეპიზოდი)
მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა – მერკურიზე განთავსებული მეტეორიტული კრატერი,სახელწოდებით – „სიცხის ვაკე”,არა მხოლოდ პლანეტა მერკურიზე არსებული ყველაზე დიდი მეტეორიტული კრატერია,არამედ მზის სისტემის ერთ-ერთ უდიდეს მეტეორიტულ კრატერსაც (აუზსაც) წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ორი კილომეტრის სიმაღლის მქონე მთების შუაში მოქცეული აღნიშნული კრატერის სრული დიამეტრი შეადგენს – 1 550 კილომეტრს და იგი ჩამოყალიბებული იქნა პლანეტა მერკურისთან დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინათ სხვადასხვა კოსმოსური ობიექტების შეჯახების შედეგად.როგორც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ირწმუნება,მერკურიზე კოსმოსური ობიექტების შეჯახება,რის შედეგადაც ეგზომ გრანდიოზული კრატერი წარმოიშვა,იმდენად ძლიერი ძალის ყოფილა,რომ დარყმის წნევამ მთელ პლანეტას გადაუარა და კარდინალურად შეცვალა მისი შიდა იერსახე. „სიცხის ვაკე” ამ უნიკალურ კოსმოსურ სტრუქტურას 1976 წელს ეწოდა და ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ ის,რომ მასზედ გადის 180 გრადუსიანი მერიდიანი (ორი მერიდიანიდან ერთ-ერთი მათგანი),სადაც ტემპერატურა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს აღწევს. – (ავტორი გენია.ჯი)