ნაპოლეონ ბონაპარტის მოღვაწეობის შეფასება სტენდალის მიერ…
ფსიქოლოგიური ჟანრის ფუძემდებელი დიდი ფრანგი მწერალი და ბელეტრისტი - ანრი მარი ბეილი, იგივე სტენდალი (1783-1842 წლები), ვინაც არაერთ ლაშქრობაში ახლდა თან ნაპოლეონ ბონაპარტს (მათ შორის რუსეთში ლაშქრობის ჟამსაც), იმთავითვე ღრმად აანალიზებდა და სათანადოდ აფასებდა კორსიკელი იმპერატორის როგორც წარმატებებს, ასევე წარუმატებლობებსაც ბრძოლის ველსა თუ პოლიტიკურ ასპარეზზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი ყველასაგან იგნორირებული და განკვეთილი ნაპოლეონის შესახებ მაშინაც უშიშრად ბედავდა ხმის ამოღებას, როდესაც ეს მეტად სახიფათო რამ გახლდათ. ის კი არადა, ამ მამაცმა ფრანგმა ლიტერატორმა სწორედ რომ იმ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც ბონაპარტისადმი აღტაცებული მიძღვნა წარუმძღვარა თან. აი, რას წერდა აღნიშნული წიგნის შესავალში ანრი მარი ბეილი მისთვის ესოდენ სათაყვანებელი ფრანგი იმპერატორის შესახებ:
„მიუხედავად თქვენი შეცდომებისა, რამაც პირადად თქვენ მეტი ზიანი მოგაყენათ, ვიდრე ჩვენს სამშობლოს, პირუთვნელი შთამომავლობა მაინც დაიტირებს ვატერლოოს ბრძოლას. ის დარწმუნდება, რომ მოქმედება მოითხოვს და წარმოშობს ძალას, და თუ რომულუსი არ ყოფილიყო, არ გაჩნდებოდა ნუმაც. თქვენ საფრანგეთში ჩააქრეთ პატარა პარტიათა შორის შუღლი და ეს თოთხმეტი წლის მანძილზე გრძელდებოდა. თქვენ პირველმა აიძულეთ შუანიცა და იაკობინელი ფრანგებიც, – მხოლოდ ფრანგები ყოფილიყვნენ. პირადად თქვენ კი, ხელმწიფევ, ისეთ სიმაღლეზე აიყვანეთ სიტყვა „ფრანგი”, რომ, ადრე თუ გვიან, შუანები და იაკობინელები თქვენი ტრიუმფალური თაღის ძირას ერთმანეთს გადაეხვევიან, და ეს ყველაზე დიდი მადლი, რომელიც კი შეიძლება ეროვნებამ მიიღოს, ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთის სამარადისო თავისუფლებას მიანიჭებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
ნაპოლეონ ბონაპარტი