სომერსეტ მოემი წერდა…
„არა მგონია წარსული საუკუნეების ადამიანები ჩვენი დროის ადამიანთაგან განსხვავდებოდნენ: ძუნწი მუდამ ძუნწობდა, პეწენიკი მუდამ პეწენიკობდა და ღორმუცელა კი მუდამ ღორმუცელა იყო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორმოცი წელია ვსწავლობდი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად და მაინც ადამიანის ბუნება ჩემთვის ამოუცნობია. კარგ ნაცნობ ადამიანსაც კი შეუძლია გამაკვირვის ისეთი საქციელით, რომლის ჩადენა, ჩემი აზრით, მას არ შეეძლო, ან ისეთი თვისებების გამოჩენით, რომლის ეჭვიც კი არა მქონია”.
* * *
„ადამიანების გაგება ძნელია”.
* * *
„მართლაც გაკიცხვის ღირსი ვიქნებოდი, ადამიანებში მხოლოდ ნაკლს რომ ვხედავდე და ღირსებას კი ვერა”.
* * *
„სიკეთეზე უმშვენიერესი რამ არაფერი მეგულება ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარს ცოდვის წყვდიადი გვარტყია”.
* * *
„მხოლოდ ქალმა იცის, რაზეა წამსვლელი სხვა ქალი”.
* * *
„ყველაზე ღირებული, რაც ცხოვრებამ მასწავლა: არაფერზე არ უნდა ინანო”.
* * *
„ასაკი უფრო ცოდნით განისაზღვრება, ვიდრე წლოვანებით”.
* * *
„ნიჭს გამოყენება სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)