ჰაინრიხ ბიოლი წერდა…

„არც ერთ მამას არ შეშვენის საყვარლის ყოლა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ გამიკვირდება, კახპების ნაკლებობაზე ჩივილი რომის პაპის ლეგატებმაც რომ დაიწყონ”.

* * *

„ჩვეულების ან მოვალეობის გამო ქალს ვერ ვაკოცებ”.

* * *

„ადამიანები რას არ სჩადიან მსოფლმხედველობის ზეგავლენით”.

* * *

„დიდი ხანია, რაც ადამიანებთან ფულსა და ხელოვნებაზე ლაპარაკს მოვეშვი – იქ, სადაც ფული და ხელოვნება ერთმანეთს ხვდება, საქმეს ხეირიანი პირი არ უჩანს. ხელოვანს ან აკლებენ ფულს, ანდა იმაზე მეტს უხდიან, რასაც იმსახურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოცარტი – ღვთაებრივი, ბეთჰოვენი – განსაცვიფრებელი, გლუკი – განუმეორებელი, ბახი კი – დიდებული”.

* * *

„მე ცხოვრების დინებას მივყვები და არასოდეს მავიწყდება წუმპე”.

* * *

„დასწყევლოს ღმერთმა უცოლო კაცის უბადრუკი ყოფა”.

* * *

„პურის გაფიცხება, ბუტერბროდის მომზადება და ყავის მოხარშვა, პირდაპირ ვიტყვი: ნაკლებად მეზიზღება, ვიდრე ზოგ-ზოგებთან საუბარი”.

* * *

„მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება