ჯეინ ოსტინი წერდა…
„სრულყოფილი ქალი მიღებულ სტანდარტებს არა მარტო უნდა აკმაყოფილებდეს, არამედ კიდეც აღემატებოდეს. ქალიშვილმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს მუსიკა, მღეროდეს, ხატავდეს, ცეკვავდეს, ფლობდეს უცხო ენებს, რათა სრულყოფილებას მიაღწიოს. ამ ყველაფრის გარდა სიარული, საუბრის მანერა და გამომეტყველება მომხიბვლელი უნდა ჰქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუ ცდილობთ დამარწმუნოთ, რომ ანგარება წინდახედულობა და ბედნიერების გარანტიაა”.
* * *
„არ მესმის, ოჯახმა როგორ უნდა უგულებელყოს ბიბლიოთეკა”.
* * *
„ცუდ ფიქრებს ნუ მიეცემი, თორემ ბედნიერებას შეგირყევენ”.
* * *
„არა მგონია ქვეყნად მართლა იმდენი სიყალბე იყოს, როგორც ზოგი მიიჩნევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ჩვენივე სიამაყე გვატყუებს”.
* * *
„გამოთქმა, გაგიჟებით უყვარს, გაურკვეველი, საეჭვო და არაფრისმთქმელია. ნახევარი საათის გაცნობილზეც ხშირად უთქვამთ, გაგიჟებით შემიყვარდაო, მაგრამ ეს ხომ სერიოზული გრძნობა არ არის”.
* * *
„ქორწინების ბედნიერება შემთხვევის წყალობით მოდის. დიდი ხნის ნაცნობობა არაფერ შუაშია”.
* * *
„არ ვჩქარობ ადამიანის განსჯას და ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ”.
* * *
„მხოლოდ მცირეთაგანს თუ ძალუძთ არ გაამაყდნენ და გაამპარტავნდნენ იმის გამო, რომ ამა თუ იმ თვისებას ფლობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)