ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რატომ, რისთვის იღწვის ადამიანი? რატომ არ ჯერდება ღვთის ბოძებულს? იბრძვის, ჯახირობს, უკეთესი და უკეთესი ცხოვრებისაკენ იქაჩება. რისგან რას გამოელის, რა უნდა, რა არ ასვენებს, როცა ბოლო ყველაფრისა ერთია; ყველაფერს მიწა შეჭამს, ადამიანის საფლავს დავიწყების ბალახი და ეკალი გადაუვლის”. – რეზო ჭეიშვილი (კინოგადაღება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მჭირდება გვერდით”. – ჯემალ რატიანი (მდინარისა და მთებს გაღმა)
* * *
„ – კოლა, შვილო, იცოდე, მამაშენი ერთი უბრალო ფოსტალიონი იყო, მაგრამ მთელი უბანი მაინც ტარიელ ივანიჩს ეძახდა. რატომ? კაცური ღირსება ჰქონდა და იმიტომ… აი, ხომ არაფერი გვაბადია…
- არაფერიც!
- რა-არაფერიც?!
- კაცური ღირსება კი არა!.. მოგიგონეს, ნააფიცრალიაო.
- ბიჭო! თუ ღირსება არაფერი გაქვს, ისე ვინ რას მოგიგონებს?!” – რამაზ კობიძე (ვერელი კოლა)
* * *
„ – კარგს ვერაფერს გადაეყრები კაცი. ნუთუ ყველაფერი უარესობისაკენ მიდის ამ ნეტარ წუთისოფელში?” – ჯემალ რატიანი (მდინარისა და მთებს გაღმა)
* * *
„ცოცხალი ადამიანი ან ვიღაცას წაეჩხუბები ან სხვა რაღაცა დაგემართება”. – რამაზ კობიძე (ნოდარია ბურძგლას შესანდობარი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნებრივი ყოლიფერი კარგია”. – რამაზ კობიძე (სოკო-წითელი)
* * *
„განა ღამე არ არის ფიქრების ამაფორიაქებელი?” – ჯემალ რატიანი (მდინარისა და მთებს გაღმა)