ლევ ტოლსტოი წერდა…
„ჩემს თავზე ვიტყვი, რომ შემხვედრია ისეთი ხალხი, ვისაც ჩემზე უფრო ჭკვიანად ვთვლიდი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ჩემი მოვალეობანი სამგვარად გავყავი: მოვალეობანი საკუთარი თავისადმი, მოყვასისა და ღვთისადმი”.
* * *
„დიახ, ვისიმე რომ გჯეროდეს, მასთან სრული მეგობრობაც უნდა გქონდეს”.
* * *
„მგონია, რომ ყოველი ადამიანი თავმოყვარეა და ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, თავმოყვარეობისგანაა”.
* * *
„კვლავ გავიმეორებ, რომ დაუჯერებელი ქცევა გრძნობის გამოთქმის საქმეში სიმართლის უნამდვილესი ნიშანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიკვირს, რატომ ამდენ ხანს ადამიანებს არ გაუგიათ, რომ კაცი სხვანაირად ვერ იქნება ბედნიერი, თუ იგი აწმყოთი არ ისარგებლებს და ყურადღებას სრულიად არ მიაქცევს მომავალს”.
* * *
„როცა მთელი კაცობრიობის გასწორება, ადამიანთა ყოველი ბიწისა და უბედურების მოსპობა ადვილშესასრულებელი გვეგონა, საკუთარი თავის გასწორებაც, ყოველგვარი სათნოების შეთვისება და ბედნიერად გახდომაც ძლიერ ადვილი და უბრალო რამ გვეჩვენებოდა…”
* * *
„ადამიანის დანიშნულებაა მუდმივი მისწრაფება სრულყოფისადმი”.
* * *
„ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს ხოლმე, ვისაც არაფერი აქვს სათქმელი”.
* * *
„ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს: როდის ვიყავი უკეთესი და მართალი: მაშინ, როცა ადამიანის ჭკუის ყოვლისშემძლეობა მწამდა, თუ ახლა, როცა ადამიანის ჭკუის ძალა და მნიშვნელობა მეეჭვება? – და დადებითი პასუხი ვერ გამიცია”. – (ავტორი გენია.ჯი)