“საკონდიტრო ომი”
“საკონდიტრო ომი” – ამ უცნაური სახელწოდებით შევიდა მსოფლიო ისტორიაში საფრანგეთის არმიის პირველი ინტერვენცია მექსიკაში. 1838 წელს ერთ-ერთმა ფრანგმა კონდიტერმა რომენტალმა,საფრანგეთის უკანასკნელ მეფეს ლუი ფილიპე I-ს (1773-1850 წლები) მიმართა თხოვნით,რათა დაეცვა მისი,როგორც ფრანგი მოქალაქის შელახული საკუთრების უფლება ქაოსით მოცულ მექსიკის ტერიტორიაზე.კერძოდ,იგი მეფეს არწმუნებდა,რომ მექსიკური არმიის ოფიცრებმა,რომლებიც მარადიორობას ეწეოდნენ ქვეყანაში განვითარებული არეულობის დროს (1828 წელი),გაძარცვეს და დაარბიეს მექსიკაში განთავსებული რომენტალის კუთვნილებაში მყოფი საკონდიტრო მაღაზია.საფრანგეთის მეფემ,თავისი მოქალაქისა და ქვეყნის მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მექსიკის ხელისუფლებისაგან 600 000 პესო მოითხოვა. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთისაგან მექსიკისათვის მოთხოვნილი კომპენსაცია მართლაც რომ უზარმაზარი მოცულობის იყო (შედარებისათვის,ერთი მოსამსახურის დღიური ხელფასი მექსიკაში ერთ პესოს არ აღემატებოდა).შესაბამისად,მექსიკის ხელისუფლებამ საფრანგეთისაგან მოთხოვნილი თანხის გადახდაზე სასტიკი უარი განაცხადა და ფრანგულ კრედიტებზე (დაახლოებით ერთი მილიონი ამერიკული დოლარი) დეფოლტი გამოაცხადა.აღნიშნულმა ქმედებამ ლუი ფილიპე I იმდენად აღაშფოთა,რომ უმალვე დაძრა თავისი სამხედრო ფლოტი მექსიკისაკენ ფრანგი ადმირალის – შარლ ბოდენის (1784-1854 წლები) სარდლობით.ფრანგული არმადის მიზანს წარმოადგენდა მექსიკის პორტების,იუკატანადან რიო გრანდემდე ბლოკირება. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მათ თავდასხმა განახორციელეს სან-ხუან-დე-ულუას ციხე-სიმაგრეზე და ქალაქ ვერაკრუსზე.ფრანგულმა არმიამ არა მარტო ვერაკრუსზე აიღეო კონტროლი,არამედ მათსავე ხელში აღმოჩნდა,პრაქტიკულად,მთელი მექსიკური ფლოტიც. 1838 წელს საფრანგეთმა ოფიციალურად გამოუცხადა ომი მექსიკას.სწორედ ფრანგებთან დაპირისპირებისას დაკარგა ფეხი “დასავლეთის ნაპოლეონად” წოდებულმა მექსიკის 11-გზის პრეზიდენტმა – ანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ (1794-1876 წლები),რომელმაც თავისი მოკვეთილი ფეხი სრული სამხედრო პატივით დაკრძალა.ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნის ეკონომიკა ფრანგული არმიის ქმედებების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.ამ ფაქტმა კი მექსიკაში კონტრაბანდის აყვავებას შეუწყო ხელი.კონტრაბანდამ განსაკუთრებით ფეხი გაიდგა ტეხასში (მექსიკის ყოფილი ტერიტორია),რომელსაც თავის მხრივ ტეხასის რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.შესაბამისად,ფრანგების სამიზნედ ტეხასი იქცა.მის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც კი ტეხასს საფრთხე დაემუქრა,იგი უმალვე ჩაერთო კონფლიქტში.აშშ-ის ხელისუფლებამ ფრანგებთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.შედეგად,საფრანგეთმა თავი შეიკავა ტეხასის ტერიტორიაზე თავისი ჯარების შეყვანისაგან.გარდა ამერიკისა,კონფლიქტში ჩაერთო დიდი ბრიტანეთიც.ომის მსვლელობა ზემოაღნიშნული ქვეყნების დიპლომატიურმა ქმედებებმა აღკვეთეს.მექსიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ საფრანგეთისათვის არა მარტო მოთხოვნილი კომპენსაცია გადაეხადა,არამედ ფრანგთა კრედიტებისადმი დადებული დეფოლტიც მოეხსნა.შედეგად,”საკონდიტრო ომად” წოდებული დაპირისპირება ამოწურული იქნა. 1839 წლის 9 მარტს საფრანგეთმა თავისი სამხედრო შენაერთები მექსიკის ტერიტორიიდან უკანვე გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)